ხაშურის ცენტრში, „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიასთან ინციდენტი მოხდა. თვითმხილველის ცნობით, ერთ-ერთ გამვლელ მამაკაცის მიმართ მანქანის დაჯახება რამდენიმეჯერ სცადეს.
,,ერთ პირს ბიბლუსთან სამჯერ დატაკა მაქანა, მერე მაკაროვით დამუქრებია” – გვითხრეს ხაშურში.
შს სამინისტროში შეჯახების ამბავი დაგვიდასტურეს, აღნიშნეს, რომ მამაკაცი დააკავეს ხულიგნობის და წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.
იარაღით დამუქრების შესახებ შეტყობინება კი პოლიციას არ მიუღია.
,,ბიბლუსში” გვითხრეს, რომ მომხდარი ინციდენტის შესახებ არაფერი გაუგიათ, არც პოლიციას დაუკითხავთ. ასევე აღნიშნეს, რომ სათვალთვალო კამერები, რომელიც გარეპერიმეტრს გააკონტროლებს, არ აყენია.