ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

შოკისმომგვრელი ამბავი — ყალბი ბილეთი, ჩაშლილი ბიზნესშეხვედრა და ფრაზა, რომელმაც ყველა გააოცა: „პოლიციის ძალა ჩემამდე ვერ მოვა!“

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახი თბილისი – ბაქოს მატარებლის ბილეთის გამყიდველს, ტუნზალა სივრიქაიას თაღლითობაში ადანაშაულებს.

დაზარალებულის განცხადებით, სოციალურ ქსელში შეძენილი ბილეთი ყალბი აღმოჩნდა, რის გამოც ოჯახის წევრს ბიზნეს შეხვედრა ჩაეშალა და დიდი ფინანსური ზარალი მიიღო.

ის ქალს TikTok პლატფორმაზე შექმნილი გვერდის, “Georgian.Travrl“-ის მეშვეობით დაუკავშირდა და ბილეთის საფასური 8 ოქტომბერს გადაუხადა. მატარებლით მგზავრობა კი 15 რიცხვში ჰქონდა დაგეგმილი.

გამგზავრების დღეს სადგურზე მისულმა გაარკვია, რომ მგზავრობას ვერ შეძლებდა, რადგან ელექტრონული ბილეთის QR კოდზე სხვა პირის მონაცემები იყო დატანილი.

როდესაც ქალს პასუხი მოსთხოვა, მან სმს-ი დაუბრუნა, რომ „პოლიციის ძალა ჩემამდე ვერ მოვა“.

ოჯახის ინფორმაციით, გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო. დაზარალებული პირი სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს.

მას ხელთ აქვს თანხის გადარიცხვის ქვითარი, სოციალურ ქსელში მიმოწერა და მიღებული ელექტრონული ბილეთი.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

კრიმინალი
“ნაპოვნია 28 წლის გოგოს დამწვარი ნეშტი…” – უცხოეთი
October 26, 2026
კრიმინალი
🔴 „ხარებას“ დაკითხვას ითხოვენ — რა კავშირია თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან და სამ შავ ჯიპთან?!
October 26, 2026
კრიმინალი
⭕ „განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს ადგილზე მყოფი გარდაცვლილის მეუღლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“ – ორ ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
October 26, 2026
კრიმინალი
“ნივთმტკიცებებად ამოღებულია სათამაშო იარაღები, რომლებიც წლების წინ არის შეძენილი” – რას აცხადებენ სკოლაში ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული მოსწავლის ადვოკატი და მამა
October 26, 2026