ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ნაპოვნია 28 წლის გოგოს დამწვარი ნეშტი…” – უცხოეთი

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

აშშ-ში 28 წლის მამაკაცი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების თანახმად, ქალის გაუჩინარების შესახებ მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში წინააღმდეგობები გამოიკვეთა.

კალიფორნიის შტატში 30 წლის ჯასმინ გილის გაუჩინარების საქმე ტრაგიკულად დასრულდა. მისი დამწვარი ნეშტის იდენტიფიცირების შემდეგ პოლიციამ ქალის მეუღლე, 28 წლის გურინდერ გილი მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

ჯასმინი ბოლოს 2026 წლის 30 სექტემბერს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნახეს. 4 ოქტომბერს მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს ქალის ბიძაშვილმა შეატყობინა.

გამოძიების საწყის ეტაპზე კაცი ამტკიცებდა, რომ მისი მეუღლე ფოსტის შესამოწმებლად სახლიდან გასვლისას აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის  თანამშრომლებმა დააკავეს.

თუმცა, გამომძიებლებმა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ უწყების თანამშრომლებს იმ მისამართზე შესაბამისი ოპერაცია არ ჩაუტარებიათ. პოლიციის განცხადებით, გამოძიების გაგრძელებისას მამაკაცის მონათხრობში რამდენიმე შეუსაბამობაც გამოიკვეთა.

სამართალდამცველებმა ასევე დაადგინეს, რომ წყვილი განქორწინებისა და ბავშვის მეურვეობის საკითხზე დავის პროცესში იმყოფებოდა.

საქმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ 1-ელ ოქტომბერს, ქალის გაუჩინარების შესახებ ოფიციალურ შეტყობინებამდე, ელ დორადოს ოლქში დამწვარი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. მოგვიანებით ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნეშტი ჯასმინ გილს ეკუთვნოდა.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამომძიებლებმა გურინდერ გილის დაკავების ორდერი მიიღეს. ის 14 ოქტომბერს დააკავეს. ამასთან, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ორ საცხოვრებელ სახლში, რომლებიც გამოძიებასთან დაკავშირებულ პირს უკავშირდებოდა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულის ბრალეულობა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით უნდა დადგინდეს.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

კრიმინალი
🔴 „ხარებას“ დაკითხვას ითხოვენ — რა კავშირია თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან და სამ შავ ჯიპთან?!
October 26, 2026
კრიმინალი
შოკისმომგვრელი ამბავი — ყალბი ბილეთი, ჩაშლილი ბიზნესშეხვედრა და ფრაზა, რომელმაც ყველა გააოცა: „პოლიციის ძალა ჩემამდე ვერ მოვა!“
October 26, 2026
კრიმინალი
⭕ „განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს ადგილზე მყოფი გარდაცვლილის მეუღლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“ – ორ ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
October 26, 2026
კრიმინალი
“ნივთმტკიცებებად ამოღებულია სათამაშო იარაღები, რომლებიც წლების წინ არის შეძენილი” – რას აცხადებენ სკოლაში ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული მოსწავლის ადვოკატი და მამა
October 26, 2026