ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ნივთმტკიცებებად ამოღებულია სათამაშო იარაღები, რომლებიც წლების წინ არის შეძენილი” – რას აცხადებენ სკოლაში ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული მოსწავლის ადვოკატი და მამა

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

სკო­ლა­ში ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ორი არას­რულ­წლოვ­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დღეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თა. სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ერთ-ერთ არას­რულ­წლო­ვანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

  • რა ედე­ბათ ბრა­ლად არას­რუ­წლოვ­ნებს

გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა 2026 წლის აპ­რი­ლი-მა­ი­სის თვე­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი და გა­ნიზ­რა­ხეს სკო­ლა­ზე თავ­დას­ხმის, რბე­ვი­სა და ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

“კერ­ძოდ, მათ შე­არ­ჩი­ეს თბი­ლის­ში მდე­ბა­რე კონ­კრე­ტუ­ლი სკო­ლა, შე­ის­წავ­ლეს მისი შიდა გან­ლა­გე­ბა, გა­და­წყვი­ტეს რომ სკო­ლის წინ და­ე­მონ­ტა­ჟე­ბი­ნათ ყალ­ბი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­დათ შე­უმ­ჩნევ­ლად შეჭ­რი­ლიყ­ვნენ სკო­ლა­ში, და­ერ­ბი­ათ სკო­ლის შიდა ტე­რი­ტო­რია და ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სკო­ლა­ში მყო­ფი პი­რე­ბის­თვის მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.ამ მიზ­ნით მათ შე­ი­ძი­ნეს სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი და შექ­მნეს ყვე­ლა პი­რო­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად, თუმ­ცა გან­ზრახ­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, რად­გან მათი ქმე­დე­ბა გა­მოვ­ლე­ნილ იქნა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 18,225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით (ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მომ­ზა­დე­ბა, რა­საც თან უნდა მოჰ­ყო­ლო­და ძა­ლა­დო­ბა და რბე­ვა, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.” – ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის ად­ვო­კა­ტის, გია დარ­ჩი­ას თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ თვლის. თა­ვად ად­ვო­კა­ტი კი აცხა­დებს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სი­ნამ­დვი­ლე­ში ნივთმტკი­ცე­ბე­ბად ამო­ი­ღეს სა­თა­მა­შო ია­რა­ღი და ისე­თი ინ­ვენ­ტა­რი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ოჯახ­ში ინა­ხე­ბო­დეს.

ბრალ­დე­ბუ­ლი არ აღი­ა­რებს წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას და თავს თვლის უდა­ნა­შა­უ­ლოდ. არ ვა­დას­ტუ­რებთ, რომ რა­ი­მე ისე­თი სა­გა­ნია ამო­ღე­ბუ­ლი, რი­თაც მსგავ­სი რა­მის ჩა­დე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და. ეს გახ­ლავთ სა­თა­მა­შო ინ­ვენ­ტა­რი, სა­თა­მა­შო ია­რა­ღე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ძე­ნი­ლი გახ­ლავთ გა­სულ წლებ­ში და არა­ნა­ირ მომ­ზა­დე­ბა­სა და ამის­თვის რა­ი­მე ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. ამას და­ვა­დას­ტუ­რებთ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, რომ ეს ნივ­თე­ბი შე­ძე­ნი­ლია წლე­ბის უკან. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს არ იც­ნო­ბენ, ფი­ზი­კუ­რად ერ­თმა­ნე­თი არ უნა­ხავთ, არა­ფერ­ზე არ შე­თან­ხმე­ბუ­ლან და რა­ი­მე ისეთ გეგ­მა­ზე, რო­მე­ლიც მსგავ­სი რა­მის ჩა­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და მათ, ასეთ რა­მე­ზე სა­უ­ბა­რი სი­სუ­ლე­ლეა” – აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი “ტვ პირ­ველ­თან”.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბის პო­ზი­ცი­ას, პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, არას­რულ­წლოვ­ნის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან საფრ­თხე­ე­ბი არ­სე­ბობ­და.”არ­სე­ბობ­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი საფრ­თხე ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის, ასე­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის არას­რულ­წლო­ვან­თა მი­მო­წე­რა, სა­დაც ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ კონ­კრე­ტულ სკო­ლა­ში შეჭ­რა­ზე და პირ­თა მი­მართ და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბა­ზე. და­ნიშ­ნუ­ლია ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და უნდა დად­გინ­დეს რო­მელ ია­რაღს გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­და ამო­ღე­ბუ­ლი ნივთმტკი­ცე­ბა ” – აცხა­დებს პრო­კუ­რო­რი.

ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის მა­მამ “ტვ პირ­ველ­თან” გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ეტაპ­ზე მათ არა­ნა­ი­რი და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე.”სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მხო­ლოდ ად­ვო­კა­ტის ჩვე­ნე­ბას ვე­თან­ხმე­ბით. ვე­რა­ფერს გე­ტყვით, სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რულ­დე­ბა, არ ვი­ცით არა­ფე­რი, ჩვენც გარ­კვე­ვის ეტაპ­ზე ვართ.” – გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მამ.შე­ნიშ­ვნა: ფო­ტო­ზე – ად­ვო­კა­ტი და ბრალ­დე­ბუ­ლის მამა

გაზიარება: