❗️„თვეების განმავლობაში ჩემთან კომუნიკაციაზე არ გამოდიოდნენ, დღეს კი მათი აქციაზე დანახვა სრულიად მოულოდნელი იყო“ – ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის მამასა და მამიდაზე
📌 „დღეს სრულიად მოულოდნელი იყო მათი დანახვა. ისინი შემოუერთდნენ აქციას, თუმცა მათთან კომუნიკაცია, საუბარი არ მქონია“ – აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.
მისი თქმით, გურამის მამა და მამიდა თვეების განმავლობაში მასთან კომუნიკაციაზე არ გამოდიოდნენ. ადვოკატის განცხადებით, მანამდე მამიდასთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა, თუმცა შეხვედრა არ შედგა.
ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ მზად არის, შეხვდეს როგორც გურამის ოჯახის წევრებს, ისე სხვა პირებს, რომლებსაც, მისი თქმით, აქამდე გამოძიებასთან არ უთანამშრომლიათ.
ადვოკატის მთავარი მოთხოვნა უცვლელია – გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.
#ტარიელკაკაბაძე #გურამდადიანიძე