12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის გარშემო ახალი განცხადება გავრცელდა. სოციალურ ქსელში ნინი კენჭაძე წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე სოფო ბიბილაშვილის ნათესავმა მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ ისაუბრა.
კენჭაძის მონათხრობის თანახმად, ნათესავმა განაცხადა, რომ სოფო ბიბილაშვილი ერთ დილას, დაახლოებით 05:00 საათზე, სახლში დალურჯებული მივიდა და ბავშვი ხელში ეჭირა. მისივე თქმით, ქალს ყურის ბიბილოებიც კი დალურჯებული ჰქონდა.
ნინი კენჭაძის განცხადებით, ნათესავს ამ ამბის გასაჯაროებისგან მანამდე სოფოს სურვილი აკავებდა.
აქციაზე გურამ დადიანიძის ოჯახის წევრებიც გამოჩნდნენ. კენჭაძის თქმით, მათსა და შეკრებილ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
24 ოქტომბერს სოფო ბიბილაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა და შვილის გაუჩინარების საქმის ეფექტიანი გამოძიება მოითხოვა.
აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მონათხრობს ეყრდნობა და ოჯახში ძალადობის შესახებ ბრალდება დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.
“დილის 5 საათზე, სახლში მომადგა დალურჯებული, ბავშვით ხელში. იმდენად ნაცემი იყო, რომ ყურის ბიბილოებიც კი გალურჯებული ჰქონდა”- რა ინფორმაცია გაჟღერდა აქციაზე, გურამ დადიანიძის დედის შესახებ?
12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის მიმართ, ოჯახში ძალადობის სავარაუდო ფაქტების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინი კენჭაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციას ესწრებოდა, წერს, რომ შეკრებაზე სოფო ბიბილაშვილის ნათესავმა, სავარაუდოდ, ბიძაშვილმა, მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შესახებ ისაუბრა.
კენჭაძის თქმით, ნათესავმა განაცხადა, რომ ამ ამბავს აქამდე სოფოს სურვილის გამო არ ასაჯაროებდა.
“აქამდე არ ვიძახდი, რადგან არ უნდოდა სოფოს გასაჯაროებაო, მაგრამ ახლა უფლებას მაძლევს და ვიტყვიო, რომ ერთ დღეს, დილის 5 საათზე, სოფო სახლში მომადგა დალურჯებული, ბავშვით ხელში და იმდენად ნაცემი, რომ ყურის ბიბილოებიც კი გალურჯებული ჰქონდა, სხვა რომ აღარ ვთქვაო. მოვიდეს გურიკას მამა და მითხრას, რომ ტყუილია და ასე არ იყოო,”- წერს ნინი კენჭაძე, ნათესავის მონათხრობზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, აქციაზე გურამ დადიანიძის მამა, ბებია და მამიდაც მივიდნენ, თუმცა მათსა და შეკრებილ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კენჭაძე ოჯახის წევრებს გულგრილობაში ადანაშაულებს და წერს, რომ განსაკუთრებით გააკვირვა დაკარგული ბიჭის მამის პასუხმა, როდესაც მას ჰკითხეს, იცოდა თუ არა, ვინ იყო შვილის საქმის გამომძიებელი.
“ხალხმა ჰკითხა, ის მაინც თუ იცი, გამომძიებელი ვინ არის საქმისო და “მერავი, ვინაა გამომძიებელიო,”- ეს იყო პასუხი მამის, რომელმაც შვილი დაკარგა,”- წერს კენჭაძე.
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ყოფნისას გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
24 ოქტომბერს, სოფო ბიბილაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა და შვილის გაუჩინარების საქმის ეფექტიანი გამოძიება მოითხოვა.