ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

❗️„გურიკას მამამ ისიც კი არ იცოდა, ვინ არის გამომძიებელი“ — რა მოხდა სოფოს აქციაზე და რა მძიმე ბრალდებები გაჟღერდა?

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

გურიკას დედის აქციიდან მოვდივარ და ისეთი გაბრაზებული ვარ, რამდენიმე მიზეზს აქ დავწერ 🙂

  1. პირველ რიგში, ხალხის რაოდენობით დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანას საშველი აღარ აქვს და ხმის ამომღები აღარავინ დარჩა. ეს მაინც ხომ არ იყო პოლიტიკური აქცია?
    სად იყავით ის ხალხი, ონლაინ თანადგომით რომ გამოირჩეოდით და მოვდივარო უწერდით სოფოს? შენს გვერდით ვარო რომ ეუბნებოდით, სად იყავით? ვიღაცებს ექნებოდათ მიზეზი, კი ბატონო, მაგრამ ყველას? ჩაიხედეთ თქვენს გულებში და მიხვდებით “ვერ” წამოხვედით თუ “არ”.
  2. სოფოს ოჯახი კი არა, მთელი ამდენი წელი ქაჯები ჰყოლია გვერდით.
    აქციაზე მობრძანდნენ გურიკას მამიდა, ბებია და მამა.
    მამიდა ისეთი ბედნიერი მოვიდა, გეგონება ქორწილში იყო დაპატიჟებული.
    მთელი იქ ყოფნის პერიოდი, იდგა დამცინავი, არაადამიანური, ირონიული სახით და თან ტელეფონი არ მოუშორებია ყურიდან.
    ზუსტად ისეთი ადამიანია, როგორი შთაბეჭდილებაც გაქვთ შექმნილი ამ ამბების მერე.
    არა, მაგაზე უარესი კიდევ..

ბებიაც, მამაც და მამიდაც ისეთ გონორზე იყვნენ, გეგონება თავიანთი კი არა, ვიღაცა გადამთიელის ბავშვი დაიკარგა.
დავრწმუნდი, რომ ამ ხალხს საერთოდ არ აინტერესებთ არც გურიკა და არც სოფო.

ბებია გვეჩხუბებოდა, აბა აქ რომ მოხვედით, მაგით რა ქენითო. გურიკა სადაცაა კარგად არის მე არ მითქვამსო, ტყუილი გამივრცელეთ და ტალახს ტყუილად ესვრით ჩემს ოჯახსო :დდდ
3 კვირა ვეძებე და მეტი რა მექნაო :დ
ხვდებით, რა ხალხთან აქვს სოფოს საქმე?

მამამაც ბევრი სისულელე ილაპარაკა, თაია დადებს ყველაფერს და ნახავთ, მაგრამ ერთს გამოვარჩევ.
ხალხმა ჰკითხა, ის მაინც თუ იცი, გამომძიებელი ვინ არის საქმისო და “მერავი ვინაა გამომძიებელიო” ეს იყო პასუხი :))) მამის, რომელმაც შვილი დაკარგა…

  1. სოფოს ბიძაშვილმა (თუ სწორად მახსოვს) გააჟღერა, რომ სოფო იყო ძალადობის მსხვერპლი.
    აქამდე არ ვიძახდი, რადგან არ უნდოდა სოფოს გასაჯაროებაო , მაგრამ ახლა უფლებას მაძლევს და ვიტყვიო, რომ ერთ დღეს დილის 5 საათზე სოფო სახლში მომადგა დალურჯებული,ბავშვით ხელში და იმდენად ნაცემი, რომ ყურის ბიბილოებიც კი გალურჯებული ჰქონდა, სხვა რომ აღარ ვთქვაო.
    მოვიდეს გურიკას მამა და მითხრას, რომ ტყუილია და ასე არ იყოო :))

რაც დღეს ვნახე, მე ასეთი არაფერი გამიგია.
იმის მაგივრად, რომ მადლობელი იყო ყველასი, ვინც ამ საქმით ინტერესდება და ბავშვის პოვნის სურვილი აქვს, შეტევაზე უნდა გადადიოდე და ირონიულად უყურებდე, თუ რამე არ იცი ან წვლილი არ მიგიძღვის?

სამივეს ძალიან კარგად “დაესხა” ხალხისგან და ბოლოს გაიქცნენ :)))

მოსვლის მიზეზი უბრალოდ ის იყო, რომ მერე არ დაგვეწერა, მამიდა და მამა სად იყვნენ, რატომ არ მოვიდნენ აქციაზეცო 🙂

გაზიარება: