ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ვიმეგობრებთ თუ არა მე და დვალიშვილი?“ – რა უპასუხა პეტრ იანმა ყოფილ ჩემპიონს

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

UFC-ის სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნის მოქ­მედ­მა ჩემ­პი­ონ­მა პეტრ იან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­თან ბრძო­ლის შემ­დეგ მე­გობ­რო­ბას არ აპი­რებს.მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რუსი მებ­რძო­ლი ქარ­თველს დღეს, აბუ-და­ბი­ში, UFC 323-ზე, თანა-მთა­ვარ ბრძო­ლა­ში და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

ინ­ტერ­ვიუ მიჰ­ყავ­და დე­ნი­ელ კორ­მი­ერს, UFC-ის ყო­ფილ ჩემ­პი­ონს. მან რუსს ჰკი­თხა, შე­ეძ­ლოთ თუ არა მას და მე­რაბს ბრძო­ლის შემ­დეგ მე­გობ­რო­ბა. “არა”, – უპა­სუ­ხა იან­მა. კორ­მი­ე­რი და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ არ შე­ეძ­ლოთ მათ მე­გობ­რო­ბა, რა­ზეც იან­მა მას ჯონ ჯონსთან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ახ­სე­ნა. “შენ ჯონ ჯონსთან მე­გობ­რობ?” – ჰკი­თხა რუს­მა მებ­რძოლ­მა.კორ­მი­ემ უპა­სუ­ხა, რომ ჯონ­სი დო­პინგს იყე­ნებ­და და მუდ­მი­ვად წე­სებს არ­ღვევ­და. იან­მა კი სა­უ­ბა­რი შე­ა­წყვე­ტი­ნა და უთხრა:

“მოიცა, მოიცა, ძმაო. ახლა პოლიციელივით ლაპარაკობ”. შემდეგ იანმა განმარტა, რომ მერაბის განცხადებები და მისი მხრიდან პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებული საკითხების წამოწევა მათ ურთიერთობას სპორტულ ფარგლებს სცილდება. “როცა მას ბრძოლამდე დოპინგის მიღებაში ადანაშაულებდნენ, სუფთა იყო? მე და მერაბიც მსგავს სიტუაციაში ვართ. მისი განცხადებები გსმენია, ის ომებსა და ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. ცდილობს, ხალხზე გავლენა მოახდინოს… ეს უკვე მხოლოდ სპორტული ისტორია აღარ არის. ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ, მშვიდად და შეუმჩნევლად ვცხოვრობთ”, – განაცხადა იანმა დანიელ კორმიესთან ინტერვიუში.

გაზიარება: