📌 გავაკეთებ კომენტარს
ადვოკატის განცხადებაზე:
👉 ადვოკატის ხსენებული რამდენიმე ერთეული მოწმე, სინამდვილეში ნიშნავს მხოლოდ 3 მოწმეს.
👉 ამ 3 მოწმიდან 2 არ დაიკითხება სასამართლოზე, რადგან არაინფორმატიული მოწმეები იყვნენ.
თითქოსდა მათ უნდა დაეფიქსირებინათ, რომ გიორგი მალანია არ გაიპარებოდა საქართველოდან, თუკი არ დაიჭერდნენ.
ასეთი სისულელე არ მომისმენია ეს ერთი წელია არავისგან.
👉 სინამდვილეში დაიკითხება მხოლოდ 1 ექსპერტი, რომელიც დაუთვლის ზუსტად ზარებს. ზარები ისედაც წარმოდგენილი არის საქმეში და როგორც ადრე გითხარით, შესაძლოა ერთი ზარი დაფიქსირდეს რამდენჯერმე, მაგრამ მაქსიმუმ სამჯერ.
👉 ეს ყოველივე ხდება iOS და Android პროგრამების მიერ და პროკურატურამ სრულად ჩადო საქმეში ექსპერტიზის მიერ გადაცემული შემდგარი და ვერ შემდგარი კომუნიკაცია.
👉 ანუ, ექსპერტიზის დასკვნა სრულყოფილად დევს საქმეში და ამ ზარების დათვლას რად უნდა ექსპერტი, ამას ნებისმიერი ადამიანი დაითვლის;
📌 სხვა სათქმელი რომ აღარფერი აქვთ ხელახლა ითვლიან ისედაც დათვლილ ზარებს.
(6 ზარი დღეს ღია ნომრითაც დადასტურდა. ვატცაპის და მესენჯერის კომუნიკაცია კიდევ სხვაა.)
📌 თუმცა ადვოკატი ცუცქირიძე აქაც ცდება ერთ სერიოზულ რამეში:
რაც უფრო ცოტა ზარი იქნება გაბაშვილსა და მალანიას შორის, მით საშიშია გიორგი მალანია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ გაბაშვილს მკვლელობაში დახმარებაზე დათანხმდა მაშინვე და ოპერატიულად მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია.
P.S. მოგვიანებით გავაზიარებ სასამართლოს შემდეგ გაკეთებულ განცხადებასაც” – #ეკაკუპატაძე