ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“დღეს მაქვს ყველაზე მძიმე დღე: 23 ოქტომბერი იყო, როცა გიგას ნაკერებს შორის ტვინი გამოუვიდა – დღეს, მთელი პროცესისას ეს გამოჟონილი ტვინი მედგა თვალწინ” – ეკა კუპატაძე

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

დღე­ვან­დე­ლი დღე მაქვს ყვე­ლა­ზე მძი­მე. 23 ოქ­ტომ­ბე­რი იყო, როცა გი­გას ნა­კე­რებს შო­რის ტვი­ნი გა­მო­უ­ვი­და, ეს პირ­ვე­ლად მე შე­ვამ­ჩნიე ბინტზე. დღეს, მთე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს გა­მო­ჟო­ნი­ლი ტვი­ნი მედ­გა თვალ­წინ, მაგ­რამ მო­ბი­ლი­ზე­ბა მა­ინც შევ­ძე­ლი, – ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დამ, ეკა კუ­პა­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, მე­რაბ მა­ლა­ნი­ას შვი­ლის, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს და­ეს­წრო.

რო­გორც სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კუ­პა­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მა­ლა­ნი­ას ოჯა­ხი მისი შვი­ლის, ნიკა ავა­ლი­ა­ნის მი­სა­მარ­თით სხვა­დას­ხვა რეპ­ლი­კებს აჟ­ღე­რებ­და, რის გა­მოც, ის სა­სა­მარ­თლო­ში აღარ და­დის.

“ნიკა, ჩემი შვი­ლი და ასე­ვე ჩემი ძმა, რო­მე­ლიც თით­ქმის ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­დი­ო­და, ჩემს გვერ­დით აღარ არი­ან, რად­გან მე­რაბ მა­ლა­ნი­ას ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ნი­კას სი­სას­ტი­კით ექ­ცე­ოდ­ნენ – ეს­როდ­ნენ რეპ­ლი­კებს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ეყ­ვა­ნათ. მე­რაბ მა­ლა­ნი­ას ახ­ლობ­ლე­ბის დიდი არ­მი­ი­დან ყვე­ლა­ზე სა­ში­ში, ამაზ­რზე­ნი მე­რაბ მა­ლა­ნი­ას დედა გახ­ლავთ, რო­მელ­საც სწო­რე­ბა ჰქონ­და ნი­კა­ზე, სწო­რედ, ამის გამო აღარ დამ­ყავს ის სა­სა­მარ­თლო­ში გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მაქ­სი­მა­ლუ­რი წლე­ბი, რა­საც ბრა­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს, არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მაქ­სი

მა­ლუ­რად დიდი ხნის ვა­დით უნდა გა­ა­რი­დონ ეს არას­რულ­წლო­ვა­ნი ამ ოჯახს.

დღეს, პრო­ცეს­ზე ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა მოხ­და. მა­ლა­ნი­ას ად­ვო­კა­ტის აქ­ცენ­ტი სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძებ­ზე იყო. ფეხ­და­ფეხ მაქვს დავ­ლი­ლი, ყვე­ლა ანძა ვიცი, რო­მე­ლი ქსე­ლი­საა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს დავ­დებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, პრო­ცეს­ზე კი პრო­კუ­რო­რი ქეთი სო­ნი­ძე იტყვის.დღე­ვან­დე­ლი დღე მაქვს ყვე­ლა­ზე მძი­მე, 23 ოქ­ტომ­ბე­რი იყო, როცა გი­გას ნა­კე­რებს შო­რის ტვი­ნი გა­მო­უ­ვი­და, ეს პირ­ვე­ლად მე შე­ვამ­ჩნიე ბინტზე და დღეს, მთე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს გა­მო­ჟო­ნი­ლი ტვი­ნი მედ­გა თვალ­წინ, მაგ­რამ მო­ბი­ლი­ზე­ბა მა­ინც შევ­ძე­ლი. ხვალ გი­გას ბი­ო­ლო­გი­უ­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წლის თავი სრულ­დე­ბა, ამ ცხელ დღე­ებს როცა ჩა­ვივ­ლით, ყვე­ლა­ფერს დავ­დებ”, – გა­ნა­ცხა­და კუ­პა­ტა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას გიგა ავა­ლი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის ჯგუ­ფუ­რად, გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბი­ან. მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25, 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ლ“ ქვე­პუნ­ქტით აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

გაზიარება: