ყურადღება! ვთარგმნე მხოლოდ თქვენთვის! ეს საინტერესოა!
…საყოველთაო პეტიციამ -მელანია ტრამპის დეპორტაციის შესახებ 13.700-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. თუმცა პეტიცია იურიდიულად ვერ შეძლებს შეასრულოს თავისი მოთხოვნა.
…ონლაინ-კამპანია, რომელიც MoveOn -ის პლატფორმაზე განთავსდა, მოუწოდებს, რომ მელანია ტრამპის, მისი მშობლების და ბარონი ტრამპის მიმართაც იმოქმედოს იმიგრაციული შეზღუდვებმა, სწორედ ისეთმა, რომელიც დონალდ ტრამპის მკაცრ იმიგრაციულ პოლიტიკას შეესაბამება.
…პეტიცია სავსებით სამართლიანად ამბობს, რომ იმიგრაციული კანონმდებლობის უზრუნველყოფის რეგულაციები უნდა ვრცელდებოდეს განურჩევლად ყველას მიმართ, მათთან ერთად ასევე მაღალი გავლენის პოლიტიკური ოჯახების მიმართაც.
…მელანია ტრამპი დაიბადა 1970 წელს სლოვენიაში, 1996 წელს გადავიდა ნიუ-იორკში, 2001 წელს მიიღო გრინ-ქარდი და 2006 წელს გახდა აშშ-ს მოქალაქე. ის ყველასთვისაა ცნობილი, როგორც აშშ-ს პირველი ლედი, რომელმაც აშშ-ს მოქალაქეობა ცხოვრების მეორე ნახევარში მიიღო;
…ნიშანდობლივია, რომ ამ პეტიციამ მხარდაჭერა მიიღო იმიგრაციული კანონმდებლობის საკითხების, მოქალაქეობის და ოჯახური იმიგრაციის ირგვლივ კვლავ განახლებული დებატების ფონზე. როგორც იუწყებიან, პეტიციამ ნოემბრისთვის 13.700 ხელმომწერი დააგროვა. და ეს მას მერე, რაც ივლისში მათი რიცხვი 10 ათასზე მეტი იყო.
… MoveOn-მა განაცხადა, რომ მის პლატფორმაზე პეტიციები მომხმარებლების მიერ იქმნება და ბევრი მათგანი არც კი ხდება ყურადღების ფოკუსში; ასევე ითქვა, რომ ზემოხსენებული პეტიცია ვოლანტიორებმაც ნახეს, თუმცა დიდად არც გაუვრცელებიათ.
…პოლიტიკური კუთხით ეს პეტიცია უფრო სიმბოლური პროტესტია. მწარე კრიტიკოსები მასში ხედავენ მხოლოდ ონლაინ-თეატრს, რომელსაც რეალური იურიდიული საფუძველი არ აქვს.
პეტიციას ხომ არ შეუძლია მოქალაქეობის ჩამორთმევა, ან აშშ-ს მოქალაქის დეპორტაცია!
…სკანდალი აგორდა დემოკრატი კანონმდებლების – მაქსიმ უოტერსის და ჟასმინ კროკეტის კომენტარების შემდეგ, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს საკითხი – საჭიროა თუ არა მელანია ტრამპის იმიგრაციული ქეისი შესაბამისი უწყებების მიერ განხილულ იქნას ისეთივე გულმოდგინე ანალიზით, როგორც ტრამპის იმიგრაციული პოლიტიკა აკეთებს სხვა პირების მიმართ.
ვფიქრობ, რომ მსგავსი პეტიციები მართლაც ღირებული საზოგადოებრივი პროტესტია და არა მხოლოდ ინტერნეტის ეპოქის პოლიტიკური ტრონინგი – როგორც მთავრობის მომხრე კრიტიკოსები ფიქრობენ…
მარად თქვენი ამრიეტოკი
წყარო: Change, The Business Standard, OK Magazine, Irish Star
#MelaniaTrump #ImmigrationDebate #USPolitics #DigitalActivism