ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

⭕ საქართველოში ექიმებმა სუროგაციის სააგენტოს უარი უთხრეს 26 კვირის ორსულობის შეწყვეტაზე. სააგენტომ სუროგატი ქალი ჩინეთში გაგზავნა, სადაც, მისი თქმით, ცოცხალი ბავშვი გააჩინა და ჩვილი ბებიაქალმა გაგუდა. ეს ისტორია მძიმე ბრალდებებს მოიცავს და აჩენს კითხვებს, რომელთა პასუხებს ამ სტატიაში ვიკვლევთ –

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

საქართველოში ექიმებმა სუროგაციის სააგენტოს უარი უთხრეს 26 კვირის ორსულობის შეწყვეტაზე. სააგენტომ სუროგატი ქალი ჩინეთში გაგზავნა, სადაც, მისი თქმით, ცოცხალი ბავშვი გააჩინა და ჩვილი მოკლეს. ეს ისტორია მძიმე ბრალდებებს მოიცავს და აჩენს კითხვებს, რომელთა პასუხებს ამ სტატიაში ვიკვლევთ.

Google map-ს მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისკენ მივყავარ. სადღაც იქ უნდა იყოს კორპუსი, სადაც 33 წლის სუროგატი ქალი 4 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.

სახლს ადვილად მივაგენი. გულნარას ვურეკავ. სადარბაზოდან ჯერ მისი შვილი გამორბის, „დინოზავრის“ ჟაკეტი აცვია, ზურგსა და კაპიუშონზე მწვანე ქიმებით, უკან დედა მოსდევს:

„სახლში ყოფნა ჰბეზრდება და ერთი სული აქვს ხოლმე, გარეთ გაიქცეს“, – მეუბნება გულნარა და თან ბიჭს მისდევს – „მერე ჩამოგიყვან სათამაშოდ, გპირდები“.

მერვე სართულზე ფეხით ავდივართ: „ბოდიში, სააგენტომ აღარ დარიცხა ლიფტის ბარათის თანხა და ფეხით უნდა ავიდეთ. მე რა მიჭირს, ორსულად აღარ ვარ. ჩემთან ერთად რომ გოგო ცხოვრობს, ის დღე-დღეზე ელოდება ბავშვს და ძალიან უჭირს კიბეებზე სიარული“.

მათ ბინაში, იატაკზე გაშლილ სათამაშოებს ვუვლი გვერდს და ჩანთიდან დიქტოფონს ვიღებ.

თავშესაფრიდან საქართველოშიგულნარა, ორი შვილის დედა, თბილისში ყაზახეთიდან, 2026 წლის მარტში ჩამოვიდა.სუროგაციის პროგრამაში მონაწილეობა საკუთარი შვილების სარჩენად გადაწყვიტა.მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ჯერ დედა გარდაეცვალა, 2022 წელს კი სახლში გაჩენილ ხანძარში მამა დაეღუპა. უსახლკაროდ დარჩენილმა ქალთა დახმარების ცენტრს შეაფარა თავი.იქ თითქმის სამი წელი გაატარა. დახმარების ცენტრში დაიბადა მისი უმცროსი შვილიც.იცოდა, რომ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა და 2025 წლის ზაფხულში გადაწყვიტა საკუთარ ქალაქში, სუროგაციის პროგრამაში ეცადა ბედი. პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა:„ყაზახეთში გაცნობილმა აგენტმა მირჩია საქართველოში წამოსვლა და მეც ბევრი აღარ მიფიქრია. უფროსი შვილი, 12 წლის გოგო, მამასთან დავტოვე, უმცროსი კი თან წამოვიყვანე.თავიდან მეგონა, რომ ბავშვთან ერთად კიდევ უფრო გამიჭირდებოდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ არა ჩემი შვილი და მისი გვერდით ყოფნა, ალბათ გავგიჟდებოდი. ახლა სწორედ მისი და ყაზახეთში დარჩენილი უფროსი შვილის გამო ვდგავარ ფეხზე, რომელიც ყოველ საღამოს მირეკავს და გველოდება, როდის დავბრუნდებით“, – მეუბნება გულნარა.ნანობს, რომ თავიდანვე არ დაინტერესდა სუროგაცია-დონაციის სააგენტოს ჩინელი დამფუძნებლების კეთილსინდისიერებით, მათი ვინაობით. ნანობს, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღებით არ მოეკიდა კონტრაქტს, სადაც არაფერი წერია იმ სააგენტოს წარმომადგენლების შესახებ, რომლებმაც ქალი პოტენციურ მშობლებს, ჩინეთის მოქალაქეებს დააკავშირა:”ახლა ამ გადმოსახედიდან მხოლოდ ის შემიძლია ვუთხრა სუროგატ დედებს, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე, ყველა დეტალი შეისწავლონ, იცოდნენ, რაზე აწერენ ხელს და იცოდნენ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან”.ჩინელი დამსაქმებლები გამოგონილი სახელებითგულნარა არ არის ერთადერთი სუროგატი ქალი, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სირთულეები შეექმნა.რადიო თავისუფლება თითქმის ორი წელია წერს უცხოელი სუროგატი ქალების შესახებ, რომლებიც გვიყვებიან გადაუხდელ ჰონორარებზე, ჩამორთმეულ პასპორტებზე, მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებებზე.

თუმცა, ამ ორი წლის განმავლობაში მოსმენილი ამბებიდან გულნარას მონათხრობი განსაკუთრებით მძიმეა იმის გამოც, რომ სავარაუდო დანაშაულების არაერთ ნიშანს შეიცავს.თბილისში ჩამოსული გულნარა სუროგაციის პროგრამაში ჩინეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულმა შუამავალმა სააგენტომ დაასაქმა. ჩინეთიდან იყო ის წყვილიც, რომელთათვისაც გულნარას ბავშვი უნდა გაეჩინა – ქალს არასდროს უნახავს მშობლები. არ აქვს არც მათი საკონტაქტო ინფორმაცია.მან არ იცის არც დამსაქმებელი სააგენტოს დამფუძნებლების ნამდვილი სახელები – ისინი სუროგატ დედას ტონისა და ჰელენის სახელებით გაეცნენ.ხელშეკრულებაში, რომელიც სუროგატმა დედამ პოტენციურ მშობლებთან გააფორმა და რომლებიც ერთმანეთს სწორედ ჩინელმა შუამავლებმა დააკავშირეს, არსად ფიგურირებს არც სააგენტოს სახელი და არც სააგენტოს დამფუძნებლების ვინაობა.ამ ხელშეკრულებაში მხოლოდ პოტენციური მშობლების, ჩინეთის მოქალაქეების ვინაობა წერია. ხელშეკრულებაშია მითითებული კვერცხუჯრედის დონორის ვინაობაც – ის 22 წლისაა, ქართველი.

გულნარას დამსაქმებლების რეალური ვინაობის დადგენა, ამ ეტაპზე, რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა. “ჰელენს” ტელეფონით დავუკავშირდით. გვითხრა, რომ მისი სააგენტოს სახელია „Moladi“. კომპანია ამ სახელით საჯარო რეესტრში არ იძებნება.სანამ “ჰელენთან” შეხვედრის მცდელობაზე გიამბობთ, გულნარა მონათხრობს ვუბრუნდებით.ბავშვის მოულოდნელი დიაგნოზიხელშეკრულების თანახმად, ორსულობის წარმატებით დასრულების შემდეგ, გულნარას 17 000 დოლარი უნდა მიეღო.ქალი გვიყვება, რომ ორსულობა ყველანაირი გართულების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა, 26-ე კვირაზე, კლინიკა „იმედში“ დაგეგმილმა ექოსკოპიურმა გამოკვლევამ ყველაფერი შეცვალა – კვლევამ აჩვენა, რომ ნაყოფის გულის ერთ-ერთი პარკუჭი სათანადოდ არ იყო განვითარებული.გულნარა დამატებითი კვლევებისთვის ბავშვთა კარდიოქირურგთან, კლინიკა „ჯო ენში“ გაგზავნეს.„ვიდრე ექიმის პასუხს ველოდით, იმედი მქონდა, რომ პირველ გამოკვლევაზე შეცდომა დაუშვეს. ვფიქრობდი, იქნებ აპარატი არ იყო კარგი ან რაღაც სწორად ვერ დაინახეს-მეთქი. ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“.

რადიო თავისუფლებარადიო თავისუფლებაპოდკასტებიძიებამოსაძებნი ტექსტისაზოგადოება”ცოცხალი დაიბადა და ტიროდა, ბებიაქალმა გაგუდა” – როგორ აღმოჩნდა სუროგატი დედა საქართველოდან ჩინეთშინინო თარხნიშვილი4 წუთის წინგაზიარებამოგვნიშნე Google-შიგულნარა შვილთან ერთად, თბილისი, 19 ოქტომბერი, 2026 წელიგულნარა შვილთან ერთად, თბილისი, 19 ოქტომბერი, 2026 წელისაქართველოში ექიმებმა სუროგაციის სააგენტოს უარი უთხრეს 26 კვირის ორსულობის შეწყვეტაზე. სააგენტომ სუროგატი ქალი ჩინეთში გაგზავნა, სადაც, მისი თქმით, ცოცხალი ბავშვი გააჩინა და ჩვილი მოკლეს. ეს ისტორია მძიმე ბრალდებებს მოიცავს და აჩენს კითხვებს, რომელთა პასუხებს ამ სტატიაში ვიკვლევთ.Google map-ს მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისკენ მივყავარ. სადღაც იქ უნდა იყოს კორპუსი, სადაც 33 წლის სუროგატი ქალი 4 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.სახლს ადვილად მივაგენი. გულნარას ვურეკავ. სადარბაზოდან ჯერ მისი შვილი გამორბის, „დინოზავრის“ ჟაკეტი აცვია, ზურგსა და კაპიუშონზე მწვანე ქიმებით, უკან დედა მოსდევს:„სახლში ყოფნა ჰბეზრდება და ერთი სული აქვს ხოლმე, გარეთ გაიქცეს“, – მეუბნება გულნარა და თან ბიჭს მისდევს – „მერე ჩამოგიყვან სათამაშოდ, გპირდები“.მერვე სართულზე ფეხით ავდივართ: „ბოდიში, სააგენტომ აღარ დარიცხა ლიფტის ბარათის თანხა და ფეხით უნდა ავიდეთ. მე რა მიჭირს, ორსულად აღარ ვარ. ჩემთან ერთად რომ გოგო ცხოვრობს, ის დღე-დღეზე ელოდება ბავშვს და ძალიან უჭირს კიბეებზე სიარული“.მათ ბინაში, იატაკზე გაშლილ სათამაშოებს ვუვლი გვერდს და ჩანთიდან დიქტოფონს ვიღებ.4 წლის ბიჭის სათამაშოები4 წლის ბიჭის სათამაშოებითავშესაფრიდან საქართველოშიგულნარა, ორი შვილის დედა, თბილისში ყაზახეთიდან, 2026 წლის მარტში ჩამოვიდა.სუროგაციის პროგრამაში მონაწილეობა საკუთარი შვილების სარჩენად გადაწყვიტა.მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ჯერ დედა გარდაეცვალა, 2022 წელს კი სახლში გაჩენილ ხანძარში მამა დაეღუპა. უსახლკაროდ დარჩენილმა ქალთა დახმარების ცენტრს შეაფარა თავი.იქ თითქმის სამი წელი გაატარა. დახმარების ცენტრში დაიბადა მისი უმცროსი შვილიც.იცოდა, რომ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა და 2025 წლის ზაფხულში გადაწყვიტა საკუთარ ქალაქში, სუროგაციის პროგრამაში ეცადა ბედი. პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა:„ყაზახეთში გაცნობილმა აგენტმა მირჩია საქართველოში წამოსვლა და მეც ბევრი აღარ მიფიქრია. უფროსი შვილი, 12 წლის გოგო, მამასთან დავტოვე, უმცროსი კი თან წამოვიყვანე.თავიდან მეგონა, რომ ბავშვთან ერთად კიდევ უფრო გამიჭირდებოდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ არა ჩემი შვილი და მისი გვერდით ყოფნა, ალბათ გავგიჟდებოდი. ახლა სწორედ მისი და ყაზახეთში დარჩენილი უფროსი შვილის გამო ვდგავარ ფეხზე, რომელიც ყოველ საღამოს მირეკავს და გველოდება, როდის დავბრუნდებით“, – მეუბნება გულნარა.ნანობს, რომ თავიდანვე არ დაინტერესდა სუროგაცია-დონაციის სააგენტოს ჩინელი დამფუძნებლების კეთილსინდისიერებით, მათი ვინაობით. ნანობს, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღებით არ მოეკიდა კონტრაქტს, სადაც არაფერი წერია იმ სააგენტოს წარმომადგენლების შესახებ, რომლებმაც ქალი პოტენციურ მშობლებს, ჩინეთის მოქალაქეებს დააკავშირა:”ახლა ამ გადმოსახედიდან მხოლოდ ის შემიძლია ვუთხრა სუროგატ დედებს, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე, ყველა დეტალი შეისწავლონ, იცოდნენ, რაზე აწერენ ხელს და იცოდნენ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან”.ჩინელი დამსაქმებლები გამოგონილი სახელებითგულნარა არ არის ერთადერთი სუროგატი ქალი, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სირთულეები შეექმნა.რადიო თავისუფლება თითქმის ორი წელია წერს უცხოელი სუროგატი ქალების შესახებ, რომლებიც გვიყვებიან გადაუხდელ ჰონორარებზე, ჩამორთმეულ პასპორტებზე, მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებებზე.სუროგატი დედები, ფოტო გადაღებულია კომპანია Kinderly-ს დახურულ ოფისთან. 1 აპრილი, 2025 წელიასევე ნახეთ”ბავშვებში იმდენი ფულია გადახდილი” – ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატები დახმარებას ითხოვენთუმცა, ამ ორი წლის განმავლობაში მოსმენილი ამბებიდან გულნარას მონათხრობი განსაკუთრებით მძიმეა იმის გამოც, რომ სავარაუდო დანაშაულების არაერთ ნიშანს შეიცავს.თბილისში ჩამოსული გულნარა სუროგაციის პროგრამაში ჩინეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულმა შუამავალმა სააგენტომ დაასაქმა. ჩინეთიდან იყო ის წყვილიც, რომელთათვისაც გულნარას ბავშვი უნდა გაეჩინა – ქალს არასდროს უნახავს მშობლები. არ აქვს არც მათი საკონტაქტო ინფორმაცია.მან არ იცის არც დამსაქმებელი სააგენტოს დამფუძნებლების ნამდვილი სახელები – ისინი სუროგატ დედას ტონისა და ჰელენის სახელებით გაეცნენ.ხელშეკრულებაში, რომელიც სუროგატმა დედამ პოტენციურ მშობლებთან გააფორმა და რომლებიც ერთმანეთს სწორედ ჩინელმა შუამავლებმა დააკავშირეს, არსად ფიგურირებს არც სააგენტოს სახელი და არც სააგენტოს დამფუძნებლების ვინაობა.ამ ხელშეკრულებაში მხოლოდ პოტენციური მშობლების, ჩინეთის მოქალაქეების ვინაობა წერია. ხელშეკრულებაშია მითითებული კვერცხუჯრედის დონორის ვინაობაც – ის 22 წლისაა, ქართველი.საქართველოში რეგისტრირებული, სუროგაცია-დონაციის სააგენტოების წარმომადგენლები, რომლებსაც ჩინეთის მოქალაქეები ფლობენ (ასეთი სააგენტოების ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მათ რაოდენობა ათეულობითაა), როგორც წესი, სუროგატ ქალებს მეტსახელებით ეცნობიან. სუროგატმა ქალებმა თითქმის არასდროს იციან მათი რეალური სახელები – ჯო, სინტი, მაიკი, ჯული – ეს იმ ჩინელი დამსაქმებლების ე.წ. სახელებია, რომელთა შესახებაც რადიო თავისუფლება სხვა სტატიებში წერდა. ჩვენ მათი რეალური ვინაობის დადგენა მხოლოდ მას შემდეგ მოვახერხეთ, რაც გავარკვიეთ მათ მიერ, საქართველოში რეგისტრირებული სააგენტოების დასახელება და ინფორმაცია დამსაქმებლების შესახებ საჯარო რეესტრში გადავამოწმეთ.გულნარას დამსაქმებლების რეალური ვინაობის დადგენა, ამ ეტაპზე, რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა. “ჰელენს” ტელეფონით დავუკავშირდით. გვითხრა, რომ მისი სააგენტოს სახელია „Moladi“. კომპანია ამ სახელით საჯარო რეესტრში არ იძებნება.სანამ “ჰელენთან” შეხვედრის მცდელობაზე გიამბობთ, გულნარა მონათხრობს ვუბრუნდებით.ბავშვის მოულოდნელი დიაგნოზიხელშეკრულების თანახმად, ორსულობის წარმატებით დასრულების შემდეგ, გულნარას 17 000 დოლარი უნდა მიეღო.ქალი გვიყვება, რომ ორსულობა ყველანაირი გართულების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა, 26-ე კვირაზე, კლინიკა „იმედში“ დაგეგმილმა ექოსკოპიურმა გამოკვლევამ ყველაფერი შეცვალა – კვლევამ აჩვენა, რომ ნაყოფის გულის ერთ-ერთი პარკუჭი სათანადოდ არ იყო განვითარებული.გულნარა დამატებითი კვლევებისთვის ბავშვთა კარდიოქირურგთან, კლინიკა „ჯო ენში“ გაგზავნეს.„ვიდრე ექიმის პასუხს ველოდით, იმედი მქონდა, რომ პირველ გამოკვლევაზე შეცდომა დაუშვეს. ვფიქრობდი, იქნებ აპარატი არ იყო კარგი ან რაღაც სწორად ვერ დაინახეს-მეთქი. ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“.კარდიოქირურგმა დიაგნოზი დაადასტურა. ეს ჩანს სამედიცინო დოკუმენტშიც. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა კლინიკა “ჯო ენის” მედიასთან ურთიერთობის სამსახურს და ექიმთან გასაუბრება ითხოვა. მათ გვითხრეს, რომ კითხვაზე პასუხს ოფიციალური წესით მოგვწერენ.გულნარას მონათხრობის თანახმად, ექიმს ორსულობის შეწყვეტის რეკომენდაცია არ გაუცია. პირიქით, აუხსნა, რომ გამოსავალი დაბადების შემდეგ ქირურგიული ჩარევა გახდებოდა.„შოკში ჩავვარდი. ვიჯექი და ვტიროდი, ვერ ვმშვიდდებოდი. ისედაც რთული ცხოვრება მაქვს და ეს ბავშვი ჩემი ერთადერთი იმედი იყო. არ ვიცი, ეს როგორ ვთქვა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მას ისე ველოდებოდი, როგორც, საკუთარ შვილებსაც კი არ დავლოდებივარ“.დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, სააგენტოს წარმომადგენელმა გულნარას უთხრა, რომ ნაყოფის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოტენციურ მშობლებს უნდა მიეღოთ:„რამდენიმე დღეში, ჩემთან სააგენტოს ოთხი წარმომადგენელი მოვიდა – ტონი, ჰელენი, ირინა და თარჯიმანი სალომე. მითხრეს, რომ მშობლებს ავადმყოფი ბავშვი აღარ უნდოდათ. მითხრეს, რომ ორსულობა უნდა შეწყვეტილიყო და წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ორსულობის მეშვიდე თვეში“.ორსულობის შეწყვეტაზე კლინიკა „იმედში“ სუროგატი დედის დამსაქმებელ სააგენტოს უარი უთხრეს.

გულნარას მონათხრობს, რადიო თავისუფლებას უდასტურებს იმედის კლინიკის მეან-გინეკოლოგი, ექიმი, რომელიც გულნარას ორსულობის მიმდინარეობას თვეების განმავლობაში აკვირდებოდა:„დიახ, ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს პაციენტი, გეგმურ კვლევებზე დადიოდა ჩემთან. ნაყოფს ნამდვილად დაუდგინდა გულის პათოლოგია, თუმცა, ამ ტიპის პათოლოგია ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ჩვენება არ არის.26 კვირის ორსულს კი არა, 12-13 კვირის ორსულს არ ვუკეთებ აბორტს. 26 კვირის ცოცხალ ნაყოფს როგორ მოვკიდებდი ხელს, თან აბორტის ჩვენების გარეშე. ბავშვს გააჩენდა, რომელსაც გაუკეთდებოდა ოპერაცია და იცოცხლებდა“, – ეუბნება კლინიკა „იმედის“ მეან-გინეკოლოგი რადიო თავისუფლებას, რომელმაც მისი ვინაობის ანონიმურად დატოვება ისურვა:„ჩვენ აქ ყველაფერს კანონის სრული დაცვით ვაკეთებთ, სუროგაცია მთავრობის მიერ დაშვებული პროგრამაა, ცხადია, არაფრის მეშინია, უბრალოდ, არ მსურს, რომ ჩემი ვინაობა გამოჩნდეს თქვენს სტატიაში“, – გვითხრა ექიმმა.

სასწრაფო გამგზავრება ჩინეთშიროგორც გულნარა გვიყვება, სააგენტოს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ რაკი კლინიკა „იმედში“ ორსულობის შეწყვეტაზე უარი უთხრეს, ორსულობის შესაწყვეტად ის ჩინეთში უნდა გაეშვათ:„არ მინდოდა აბორტის გაკეთება. მორწმუნე ადამიანი ვარ… მათ კი არჩევანის წინაშე დამაყენეს. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა – ორსული დავბრუნებულიყავი სახლში? ორი შვილი მყავს და მესამე ბავშვის პასუხისმგებლობა უნდა ამეღო? ფიქრის საშუალებაც კი არ მომეცა. ნაყოფის დიაგნოზი 23 სექტემბერს შევიტყვე და 29 სექტემბერს უკვე ჩინეთში გასაფრენი ბილეთი მეჭირა ხელში“, – ჰყვება გულნარა და მონათხრობის დასადასტურებლად ოთახიდან მის სახელზე გაფორმებული, თბილისი – ურუმჩი, ურუმჩი – თბილისის პირდაპირი რეისების ბილეთები გამოაქვს, რომლებიც 29 სექტემბრითა და 6 ოქტომბრითაა დათარიღებული – გაფრენა-ჩამოფრენის თარიღებით.

გულნარა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ გაფრენამდე ის სააგენტოს თანამშრომლებმა მკაცრად გააფრთხილეს – ჩაეცვა ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ორსულობას დაფარავდა და ტელეფონიდან წაეშალა ყველა ის მიმოწერა, რასაც შეიძლებოდა გაემჟღავნებინა, რომ სუროგატი იყო:„მომცეს ფული და მითხრეს, ჩინეთში სუროგაცია აკრძალულია და საზღვარზე რომ გაგაჩერონ და აღმოაჩინონ, რომ სუროგატი ქალი ხარ, დაგიჭერენო. ბარგი ნაჩქარევად შევკარი. ჩემი შვილი კი, იძულებული გავხდი, სხვა სუროგატ ქალთან დამეტოვებინა. მიმოწერებს უკვე აეროპორტიდან ვშლიდი“, – ამბობს გულნარა და მაჩვენებს „ვოთსაპის“ ჯგუფის მიმოწერას, რომელშიც მასთან ერთად სააგენტოს დამფუძნებლები და კურატორები არიან გაწევრიანებულები. მიმოწერა 13 მარტიდან იწყება – სწორედ იმ დღიდან, როცა გულნარა საქართველოში ჩამოვიდა. ამის შემდეგ მიმოწერა წაშლილია და შემდეგი გზავნილი 29 სექტემბრით თარიღდება – თბილისის აეროპორტში გადაღებული ფოტო, იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილად თბილისი-ურუმჩის თვითმფრინავში ადის. ბოლო გზავნილი 6 ოქტომბრისაა – როცა გულნარა საქართველოში ბრუნდება.

რა მოხდა ჩინეთში? – გულნარა ამბობს, რომ იქ ჩვილი მოკლესგულნარა გვიყვება, რომ ურუმჩის აეროპორტში (ეს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილია, სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონი), ტონის ნაცნობები დახვდნენ:„ტონიმ გამაფრთხილა, რომ არც მათთვის მეთქვა, რომ სუროგატი ვიყავი. თუ მკითხავდნენ რამეს, უნდა მეთქვა, რომ ვიყავი მისი მეგობარი საქართველოდან, მინდოდა აბორტის გაკეთება, მაგრამ რაკი საქართველოში უარი მითხრეს აბორტზე, ის დამეხმარა მეგობრულად და ჩინეთში გამომიშვა“.გულნარა იხსენებს, რომ გზას ურუმჩის აეროპორტიდან კლინიკამდე, სადაც მისი ორსულობა უნდა შეეწყვიტათ, დაახლოებით 3 საათი დასჭირდა მანქანით.ფოტოზე, რომელიც გულნარამ კლინიკის ინტერიერში გადაიღო, აღბეჭდილია აბრა, რომელზეც წერია, რომ კლინიკა ქალაქ შიხეძიში (Shihezi) მდებარეობს და მისი სახელწოდებაა Shihezi Red Star Hospital:„ერთადერთი ვიცი, რომ მანქანით თითქმის სამი საათი მივდიოდით. სხვა ქალაქში წავედით თუ ისევ ურუმჩიში ვიყავით, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ პირდაპირ კლინიკაში მიმიყვანეს, სადაც ჩამიტარდა გამოკვლევა და იქვე დამტოვეს“, – ეუბნება გულნარა რადიო თავისუფლებას.

150 კილომეტრში მდებარეობს. რაც შეეხება თავად კლინიკას, ნაცნობ ჩინელ ჟურნალისტს მივმართეთ დასახმარებლად. რეესტრში გადამოწმების შედეგად მან გაარკვია, რომ ეს არის მცირე ზომის კერძო კლინიკა, რომლის პროფილიცაა გინეკოლოგია და რეპროდუქციული ჯანმრთელობა. ჩინელი კოლეგის თქმით, ეს არის მეორე დონის სამეანო-გინეკოლოგიური დაწესებულება, რაც ჩინეთის საავადმყოფოების კლასიფიკაციაში ნიშნავს საშუალო დონის სამედიცინო დაწესებულებას.გულნარა ჰყვება, რომ ჩინეთში ჩასვლის შემდეგ, ექიმებთან ურთიერთობა ძირითადად WeChat-ის ავტომატური თარჯიმნისა და თანმხლები ქალის დახმარებით უწევდა.

როდესაც დოკუმენტებზე ხელმოწერა გახდა საჭირო, პრაქტიკულად არაფერი მესმოდა. ექიმები რაღაცას უხსნიდნენ ჩემს თანმხლებ ქალს, მაგრამ მე ვერ ვიგებდი, რაზე საუბრობდნენ. ძალიან მეშინოდა“.გულნარა ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალს მისთვის არ აუხსნია, კონკრეტულად როგორ უნდა შეეწყვიტათ ორსულობა.„საერთოდ არაფერი აუხსნიათ. უბრალოდ მითხრეს, რომ დილით, ათ საათზე, მუცელში გამიკეთებდნენ ნემსს“.ქალი იხსენებს, რომ ინიექციამდე გრძნობდა როგორ მოძრაობდა ბავშვი, ნემსის გაკეთების შემდეგ კი ნაყოფმა მოძრაობა თითქმის შეწყვიტა. ამიტომ იფიქრა, რომ ინიექციამ ნაყოფის გულისცემა შეაჩერა და მკვდარ ბავშვს გააჩენდა.მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში, ექიმები პერიოდულად აკითხავდნენ და მის მდგომარეობას აკვირდებოდნენ. გვიან ღამით კი ძლიერი ტკივილები დაეწყო.გულნარას თქმით, ის მშობიარობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ბლოკში არ გადაუყვანიათ.„ბავშვი ცოცხალი დაიბადა, ტიროდა“ქალი იხსენებს, რომ 2 ოქტომბერს, გამთენიისას, ტკივილი იმდენად გაძლიერდა, რომ ფეხზე ვეღარ დგებოდა. ის ამბობს, რომ ბავშვი ექიმისა და ბებიაქალის დახმარების გარეშე გააჩინა:„ჯერ სანაყოფე წყლები დაიღვარა. თანმხლებ ქალს ვუთხარი, რომ ექიმისთვის დაეძახა, თუმცა, ბავშვი მათ მოსვლამდე დაიბადა“.გულნარას მტკიცებით, ჩვილი ცოცხალი გაჩნდა:„მაშინვე ტირილი დაიწყო. შოკში ვიყავი – ბავშვი ცოცხალი დაიბადა და ტიროდა. არავის უთქვამს, რომ შეიძლებოდა ცოცხალი გაჩენილიყო“.

გაზიარება: