ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“კაცი ტაქსისტია, მეზობლის ბავშვი დაჰყავდა რაიონში წრეზე, მონადირემ დაინახა ტყესთან ახლოს ორივე, მანქანით გამოედევნა და მოადგა ამ კაცს სოფლის ბირჟაზე…“ – როგორ გამოაშკარავდა უმძიმესი დანაშაული?

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.”არასრულწლოვანი და 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყესთან ახლოს ნახა მონადირემ. ეს მამაკაცი არის ტაქსის მძღოლი და ბავშვი დაჰყავდა რაიონში წრეზე, ეს კაცი ამ ბავშვის მეზობელია. მას შემდეგ რაც მონადირემ აღნიშნული ნახა, მანქანით გამოედევნა და მოადგა ამ კაცს ბირჟაზე, სადაც სახალხოდ თქვა ფაქტი. მამაკაცმა, სავარაუდოდ, უარყო და გაიქცა. შემდეგ ხალხმა თქვა, რომ ხედავდნენ როგორ ელოდებოდა მამაკაცი ამ ბავშვს სოფლის „კალონკაზე“ და მიჰყავდა” – უთხრა წყარომ “მთავარს”.

გაზიარება: