სამართალდამცავების ინფორმაციით, ფოთში 4 შვილის დედა ქმარმა ჯერ ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა 112-ში დილით დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარდაცვლილი ქალი ინგა ყალიჩავაა. ხოლო მამაკაცი, რომელსაც ბრალად საზარელი დანაშაული ედება, მისი მეუღლე აფხაზეთიდან დევნილი ზაზა კარბაია, რომელიც ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია.
მეზობლების თქმით, ოჯახიდან ჩხუბის ხმა არასოდეს გაუგიათ. მათივე ინფორმაციით, ისინი შვილის ქორწილისთვის ემზადებოდნენ.”გუშინ შემხვდა ის კაცი, ახალგაზრდა კაცია. აზრზე არ ვარ რა დაემართათ. წაიყვანეს მაშინვე. ვინ არ იყო სახლთან… ახალი მცხოვრებები არიან. გოგო გაუთხოვდათ ახლა და ქორწილი უნდა ჰქონოდათ. დიდი შვილები ჰყავთ. ერთი გათხოვილია, მეორე უცხოეთში ჰყავთო.
ძალიან კარგი კაცი იყო, მშვენიერი, მუშა, არ ვიცი რა მოუვიდათ. ძალიან კარგი ოჯახი იყო, ხმა არ გაგვიგონია მაგ ოჯახიდან. ” – აცხადებენ გარდაცვლილი ქალის მეზობლები.არსებული ინფორმაციით, დაკავებული ზაზა კარბაია პოლიციელებს არწმუნებდა, რომ მისი მეუღლე უბედური შემთხვევის შედეგად, გაზის გაჟონვით გარდაიცვალა.სამართალდამცავების განცხადებით ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.