შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.უწყების ცნობით, მამაკაცი, რომელმაც მეუღლე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაგუდა ცხელ კვალზე დააკავეს, სასჯელი კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლე გაგუდა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მამაკაცი, რომელმაც მეუღლე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაგუდა ცხელ კვალზე დააკავეს, სასჯელი კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
wpadmin
•
•
კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90
მსგავსი სტატიები
კრიმინალი
“გოგო გაუთხოვდათ და ქორწილი უნდა ჰქონოდათ… ძალიან კარგი ოჯახი იყო” – რას ჰყვებიან მეზობლები ფოთში მომხდარ მკვლელბაზე
October 25, 2026
კრიმინალი
❗️ რა ხდება გლდანის ციხეში? — გოგა ფეიქრიშვილის დედა და ადვოკატი ციხისკენ მიემართებიან!
October 25, 2026
კრიმინალი
ვინ არის კაცი, ვინც სავარაუდო ეჭვიანობის ფაქტზე ცოლი მოკლა? – მკვვლელობის ახალი დეტალები.
October 25, 2026
კრიმინალი
“სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, იქამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.
October 25, 2026