გვარი ადამიანის მემკვიდრეობით მიღებული საგვარეულო სახელია, რომელიც ძირითადად, მამიდან შვილზე გადადის. ზოგ ქვეყანაში გვარი დედიდან გადადის…
ქართველების გვარი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებითაა დაყოფილი. ისინი სახელებისგან, მეტსახელებისგან ან წარმომავლობისგან შეიქმნა.
გვინდა რამდენიმე მათგანის ისტორიასა და წარმომავლობას შევეხოთ, რომელიც იაკობ ახუაშვილის “ქართული გვარსახელების” მიხედვით არის მომზადებული.
აბაშიძე – ერთ-ერთი გავრცელებული და ისტორიული გვარსახელია. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს იმერეთის წარჩინებულ და შემძლებელ თავადთა შორის, რომელებსაც ქართლშიც ჰქონდათ მამულები. საფუძვლად უდევს სახელი აბაშ, აბაში…
ბოტკოველი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია თელავის რაიონში. ბოტკო სოფელია საგარეჯოს რაიონში; მოხსენიებულია თამარ მეფის 1202 წლის სიგელში შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში მდებარე სოფლად, სხალტბის ახლოს.
ჭავჭავაძე – გავრცელებულია თელავის რაიონში (ყვარელი, წინანდალი). წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო კახეთში. ცნობილია XIV საუკუნიდან, გადმოცემის თანახმად, ხევსურეთიდან წარმომავლობენ. საფუძვლად უდევს ფრინველის სახელი ჭავჭავი, იგივე ჭივჭავი.
გაგნიძე –თბილისში, რაჭაში, ხაშურსა და თელავში გავრცელებულია. სავარაუდოდ, მომდინარეობს მეტსახელიდან გაგანა. გაგნიძეები ქლუხორიდან 1957 წელს ასურეთში ჩამოსახლდნენ.ახალკაცი ქარელის, ბორჯომისა და სხვა რაიონებშია მეტად ცნობილი. გადმოცემის მიხედვით, ყმა გამოჰქცევია ბატონს და სხვა სოფელში შეხიზნულა. გვარს ვერ ამჟღავნებდა და თავს ახალკაცს უწოდებდა. სწორედ აქედან მოდის გვარის სახელწოდება. ამავე ძირისაა გვარი ახალკაციშვილი, ახალმოსულიშვილი და ახალშენიშვილი.
გურგენიძე – ამბროლაურისა და ჩოხატაურის რიონებშია გავრცელებული. გვარი ცნობილია XII საუკუნიდან, გვხვდება იჩქით გურგენიძე, წუნდის ეკლესიის აღმშენებელი. მომდინერეობს საკუთარი სახელიდან
“გურგრნი”. ისტორიაში ცნობილია გურგენ I კურაპალატი, გურგენ დიდი ერისთავთერისთავი. ამავე ძირისაა გურგენიშვილი.
დეკანოიძე – ნაწარმოებია ეკლესიის მსახურთა სახელწოდებიდან – დეკანოზი. დეკანოზი – ქართული ქრისტიანული ეკლესიის უფროსი მღვდელი. საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში ძველად – ხატის მსახური.
გელაშვილი – იმერეთში, ქართლსა და კახეთშია ფართოდ წარმოდგენილი… შედგება საკუთარი სახელისგან – გელა. ამავე ძირისაა: გელავა, გელაძე, გელეიშვილი, გელეხავა, გელიკაშვილი… ბერძნულ წყაროებში მოხსენიებული სკვითური ტომის სახელწოდება გელა, გელონი, გელონოი, გელონოსი ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართველებთან ურთიერთობაში მყოფი, მათი მეზობელი ტომთაგანი უნდა ყოფილიყო. გელაშვილების ფუძედ სოფელი ნადაბური ითვლება; გადმოცემით გელაშვილების სალოცავი ტაძარი გელათი ყოფილა.
დოლაბერიძე – გავრცელებულია მაღლაკში (წყალტუბოს რაიონი). შეიცავს რთული შედგენილობის საკუთარ სახელს – დოლაბერი.
ედიშერაშვილი – ხოვლეში (კასპის რაიონი), ქარელისა და გორის რაიონებშია საკმაოდ ფართოდ წარმოდგენილი. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – ედიშერა. “ედიშერაშვილნი არიან ედისიდგან მოსულნი ხეობასა შინა ძველადვე აზნაურნი”. დავით ედიშერაშვილი (1935წ.) ზესიძედ ჩასახლდა მუხათში არტემ მურადაშვილთან. გადმოვიდა გომარეთიდან (დმანისის რაიონი).
ზარიძე – გავრცელებულია ფშავში. სავარაუდოდ, დაკავშირებულია მეტსახელთან “ზარი”. ზარი, სამგლოვიარო გუნდური სიმღერა – ტირილი. ზარიძეები სოფელია თიანეთის რაიონში. ამავე ძირისაა: ზარია, ზარიაშვილი.
გიგაური ხევსურული სათემო გვარია. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს “გიგა”, “გიგი”, “გიგო”. ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.
თაბაგარი – ძირითადად თერჯოლის რაიონშია მასობრივად ცნობილი. გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა. თაბაგრები სოფელია ჭიათურაში. სწორედ აქედან მომდინარეობს ეს გვარი.
ახვლედიანი ცაგერის, წყალტუბოს რაიონებშია წარმოდგენილი… სვანური ძირი აქვს. სავარაუდოა, საფუძვლად ედოს საკუთარი სახელი ახვილდ (ახავილდ), სადაც ილდ სვანური კნინობითობის მაწარმოებელი ფორმაა და ერთვის საკუთარ სახელს ახავ-ს (შედარებითი გვარებია: ახავიტაშვილი, ახოშვილი, ახაბიძე).
თავდგირიძე – გავრცელებულია გურიასა და აჭარაში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს მთავართა შორის, უწარჩინებულეს და შემძლებელთა შორის. გურიაში გადასულნი არიან სამცხიდან. ძველი ფორმაა თადგირიძე. შეიცავს საკუთარ სახელს თავდგირი.
გურამიშვილი ქართლის სათავადო საგვარეულოს, ზედგინიძეთა ერთ-ერთ შტოს გა