ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ხვალიდან, Temu-ზე და სხვა მსგავს უცხოურ პლატფორმებზე, საბანკო ბარათებით ლარში გადახდისას საკომისიო ჩამოგეჭრებათ – რა იცვლება?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

2026 წლის 15 აპ­რი­ლი­დან უცხო­ურ პლატ­ფორ­მებ­ზე, სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბით ლარ­ში გა­დახ­დი­სას სა­კო­მი­სიო ჩა­მო­გეჭ­რე­ბათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ახ­ლის შე­სა­ხებ SMS-შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი „თი­ბი­სიმ“ და „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა“ გა­უგ­ზავ­ნეს მომ­ხმა­რებ­ლებს.

  • ცნო­ბის­თვის, უცხო­ურ პლატ­ფორ­მებ­ში შე­დის სა­ი­ტე­ბი და აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი რო­გო­რი­ცაა: Temu, PayPal, Wizzair, Turkish Airlines და ა.შ.

აქვე აღსანიშნავია, რომ საკომისიო არ გავრცელდება ტაქსის თუ მიტანის სერვისის უცხოური კომპანიების (Bolt, Glovo, Wolt, Bolt Food და ა.შ.) ადგილობრივ გადახდებზე.

რაც შეეხება საკომისიოს ოდენობას, 15 აპრილიდან საერთაშორისო პლატფორმებზე „თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ ბარათებით გადახდისას იმოქმედებს ნივთის/მომსახურების ჯამური ღირებულების 1.5%-იანი საკომისიო.

საკომისიო გავრცელდება მხოლოდ ლარში ანგარიშსწორებისას და ნებისმიერ შენაძენზე მაქსიმალური ოდენობა იქნება 10 ლარი.

ამასთან, 5 ლარამდე ტრანზაქციებს საკომისიო არ შეეხება.

აღსანიშნავია, რომ საკომისიო გავრცელდება ნებისმიერი ტიპის სადებეტო ბარათით გადახდისას (როგორც ფიზიკური პირის (მათ შორის მოსწავლის ბარათით), ისე ბიზნეს ბარათით).

როგორც ბანკების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იმისათვის რომ მოქალაქეს არ მოუწიოს დამატებითი საკომისიოს გადახდა, ნივთის შეძენისას თუ ონლაინ პლატფორმას ამის შესაძლებლობა აქვს, ანგარიშსწორების ვალუტად ლარის ნაცვლად, უცხოური ვალუტა უნდა აირჩიოს.

გაზიარება: