🔴 საქართველოს განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი კლასების (I–VI) მოსწავლეთა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა გამოაცხადა. დოკუმენტის მიხედვით, უკვე განსაზღვრულია როგორც ფორმების რაოდენობა, ისე მათი ესკიზები.
ფორმების მიწოდება ორ ეტაპად იგეგმება: 👇
პირველი ეტაპი ითვალისწინებს მთლიანი რაოდენობის მინიმუმ 30%-ის მიწოდებას 2026 წლის 31 ივლისამდე;
მეორე ეტაპზე დარჩენილი რაოდენობა უნდა მიეწოდოს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
🔻 შესასყიდი ფორმების ჩამონათვალი მოიცავს პიჯაკებს, შარვლებსა და ქვედაკაბებს
📌 აღსანიშნავია, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2026–2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, ხოლო მისი დიზაინი სამინისტროს მიერ დამტკიცდება