ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

მოწყალების თხოვნა გამოგონილი დაავადებებითა და ეკლესიის სახელით – “მამაო საუბრობდა და შვილისთვის დახმარებას ითხოვდა, დავრიცხე თანხა, უცებ 7-მა გამომწერმა გამაკვირვა”

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნის უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, სპე­ცი­ა­ლუ­რი სქე­მა არ­სე­ბობს – თაღ­ლი­თე­ბი ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ებს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის დახ­მა­რე­ბით ამუ­შა­ვე­ბენ ან ქმნი­ან, იგო­ნე­ბენ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის ის­ტო­რი­ებს და თან­ხის ჩა­რი­ცხვას ითხო­ვენ. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ფოტო რე­ა­ლუ­რია, თუმ­ცა მისი ში­ნა­არ­სი ხე­ლოვ­ნუ­რა­დაა შეც­ვლი­ლი. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას ისიც იქ­ცევს, რომ ყალ­ბი ის­ტო­რი­ე­ბის გა­სავ­რცე­ლებ­ლად სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის სა­ხე­ლებ­სა და ეკ­ლე­სი­ის თე­მა­ტი­კას იყე­ნე­ბენ.

“ბავ­შვს სიმ­სივ­ნე აქვს“, „მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სას­წრა­ფოდ გვჭირ­დე­ბა თან­ხა“, „თურ­ქეთ­ში უნდა წა­ვიყ­ვა­ნოთ“ – მსგავ­სი ტექ­სტე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად გვხვდე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნაგ­რძნო­ბას იწ­ვევს. თუმ­ცა ახლა დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნის უკან შე­საძ­ლოა სრუ­ლი­ად გა­მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რია იდ­გეს.თაღ­ლი­თე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქმნი­ან გვერ­დებს, აქ­ვეყ­ნე­ბენ ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ებს და მათ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბებს უკავ­ში­რე­ბენ. იმის­თვის, რომ ფოტო უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, იყე­ნე­ბენ ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს – ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად ახალ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ქმნი­ან, ზოგ­ჯერ კი უკვე არ­სე­ბულ რე­ა­ლურ ფო­ტოს ცვლი­ან.

ერთ-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა.2018 წელს ტა­ძარ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და ახა­ლი, გა­მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რიასო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ბავ­შვის ფოტო, რო­მელ­ზეც ის წი­თელ სტი­ქა­როს­ნის სა­მოს­ში, ტა­ძარ­ში დგას. ფო­ტოს თან ახ­ლდა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ბავ­შვი დათა იყო და სიმ­სივ­ნე ჰქონ­და, რის გა­მოც თურ­ქეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ წა­საყ­ვა­ნად თან­ხას აგ­რო­ვებ­დნენ. თუმ­ცა ამ ფო­ტოს რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია სულ სხვა აღ­მოჩ­ნდა.

რუ­ი­სის ფე­რის­ცვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფოტო 2018 წელს სწო­რედ მათ ტა­ძარ­ში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი.ორი­გი­ნალ ფო­ტო­ზე ორი სტი­ქა­რო­სა­ნი ბავ­შვი ჩანს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ახალ ვერ­სი­ა­ში კი მე­ო­რე ბავ­შვი ამოჭ­რი­ლია და ფოტო ისეა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, თით­ქოს ტა­ძარ­ში მხო­ლოდ ერთი ბავ­შვი დგას. შეც­ვლი­ლია ფო­ტოს სხვა დე­ტა­ლე­ბიც – მათ შო­რის, ტაძ­რის უკა­ნა ფონ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა.

ტაძ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, მსგავ­სი გვერ­დე­ბი და­ა­რე­პორ­ტონ და თან­ხის გა­და­რი­ცხვამ­დე ინ­ფორ­მა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ა­მოწ­მონ.ეს შემ­თხვე­ვა კარ­გად აჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად რთუ­ლია დღეს მხო­ლოდ ფო­ტოს მი­ხედ­ვით იმის დად­გე­ნა, რე­ა­ლურ ამ­ბავ­თან გვაქვს საქ­მე თუ არა.შე­საძ­ლოა ფოტო ნამ­დვი­ლი იყოს, მაგ­რამ მის­თვის მი­წე­რი­ლი ის­ტო­რია – სრუ­ლი­ად გა­მო­გო­ნი­ლი.„მამა იო­ა­ნე“ და ბავ­შვი, რო­მელ­საც თით­ქოს სიმ­სივ­ნე აქვს

კი­დევ ერთი მსგავ­სი ის­ტო­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში „მამა იო­ა­ნეს“ სა­ხე­ლით გავ­რცელ­და.პოს­ტში თით­ქოს სა­სუ­ლი­ე­რო პირი სა­უბ­რობ­და და დახ­მა­რე­ბას სა­კუ­თა­რი შვი­ლის­თვის ითხოვ­და. ბავ­შვს ნი­კო­ლო­ზი ერ­ქვა და, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მას სიმ­სივ­ნე ჰქონ­და და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის თან­ხა სჭირ­დე­ბო­და. პოს­ტი იმ­დე­ნად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ თან­ხა მარ­თლაც ჩა­რი­ცხა.

ნინი გუმ­ბე­რი­ძემ 17 აგ­ვის­ტოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ პოს­ტი თა­ვა­დაც ნახა და და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­და­რი­ცხა თან­ხა. რო­გორც ქალი წერს, თან­ხის ჩა­რი­ცხვი­სას ისიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რომ ბავ­შვს ნი­კო­ლო­ზი ერ­ქვა – ეს მისი შვი­ლის სა­ხე­ლი­ცაა. თუმ­ცა ცოტა ხან­ში რა­ღა­ცამ და­ა­ეჭ­ვა.„სას­წა­უ­ლი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს, უცებ შე­ვე­დი და 7-მა გა­მომ­წერ­მა გა­მაკ­ვირ­ვა“, – წერს ქალი.

გაზიარება: