თბილისში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა.”გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა.მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს” – ნათქვამია ინფორმაციაში.მოკლული დათო ნარიმანიძეა. ირკვევა, რომ მოკლულიც და დაკავებულებიც 17 წლისები არიან. მომხდარს წინ ჩხუბი უძღოდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაპირისპირებაში რამდენიმე მოზარდი მონაწილეობდა.”ჩემი მამიდაშვილი (მამას დეიდაშვილის შვილი), 17 წლის უწყინარი და უთბილესი ბიჭი მოუკლავთ წუხელ თბილისში. დანარჩენს საინფორმაციოშიც ნახავთ.ვის დასდევთ ქუჩა-ქუჩა და კომენტარ-კომენტარ, თქვე უმსგავსებო, როცა ქუჩები მოძალადე მკვლელებითაა სავსე?! გამძლეობა ჩემებს. ყველას მოეკითხება!” – წერს გიორგი ჩუბინიძე.
“გამძლეობა ჩემებს, ყველას მოეკითხება!” – რას წერს მოკლული 17 წლის ბიჭის ნათესავი?
wpadmin
•
•
კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90
მსგავსი სტატიები
კრიმინალი
უწყების ცნობით, მამაკაცი, რომელმაც მეუღლე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაგუდა ცხელ კვალზე დააკავეს, სასჯელი კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
October 25, 2026
კრიმინალი
“გოგო გაუთხოვდათ და ქორწილი უნდა ჰქონოდათ… ძალიან კარგი ოჯახი იყო” – რას ჰყვებიან მეზობლები ფოთში მომხდარ მკვლელბაზე
October 25, 2026
კრიმინალი
❗️ რა ხდება გლდანის ციხეში? — გოგა ფეიქრიშვილის დედა და ადვოკატი ციხისკენ მიემართებიან!
October 25, 2026
კრიმინალი
ვინ არის კაცი, ვინც სავარაუდო ეჭვიანობის ფაქტზე ცოლი მოკლა? – მკვვლელობის ახალი დეტალები.
October 25, 2026