ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

11:30 / 23.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაპირისპირებისას დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც. ორივე დაშავებული სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება: