ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

” თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა” – ვერაზე მომხდარის ახალი დეტალები

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ვრცლად იხილეთ კომენტარებში👇

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და გუ­შინ თბი­ლი­სის ცენ­ტრში. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. სრო­ლის დროს დაჭ­რი­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლია.

მოყ­ვა­ნილ იქნა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მიერ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ცე­ცხლსას­რო­ლი ჭრი­ლო­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ტრავ­მა სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო” – გა­ნა­ცხა­და გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა.თვითმხილ­ვე­ლი, ელე­ნე ქო­რი­ძე ამ­ბობს: “კაც­მა მან­ქა­ნა­ში მჯდომ 17-18 წლის სამ ბიჭს ცე­ცხლი გა­უხ­სნა უბ­რა­ლოდ იმის გამო, რომ იცი­ნოდ­ნენ, შემ­დეგ კი შო­რი­ახ­ლოს მყოფ ქალ­საც ეს­რო­ლა”.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ლა­პა­რა­კე­ბა და­კა­ვე­ბულ ნიკა კა­პა­ნა­ძის დე­და­სა და დაჭ­რი­ლებს შო­რის მოხ­და. კერ­ძოდ კი, კა­ფი­დან გა­მო­სულ ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თა ავ­ტო­მან­ქა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის წინ იდგა, ქალ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­კა­ვე­ბულ­მა გას­რო­ლა.რო­გორც ირ­კვე­ვა, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ოთხი პი­რი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლი­ლი ტყვია სამს მოხ­ვდა, მძღო­ლი კი არ და­შა­ვე­ბუ­ლა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ერთი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 22 ივ­ლისს, თბი­ლის­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ოთხი პირი დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლებს შო­რის 2 არას­რულ­წლო­ვა­ნია. ოთხი­ვე მათ­გა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად, ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბულ­მა და­კა­ვე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია. და­კა­ვე­ბი­სას ბრალ­დე­ბულ­მა ხე­ლის თი­თებ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”,- ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

გაზიარება: