ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ავტომატის მთელი ჯერი დააცალეს” – 1 წლის შემდეგ გაირკვა, რომ გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი ძმაზე შურისძიება იყო

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

პრო­კუ­რა­ტუ­რამ 11 წლის წინ, 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში ბუ­და­პეშ­ტის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი გი­ორ­გი კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნა. რო­გორც სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბათ და­ვით დე­კა­ნო­სი­ძეს და თორ­ნი­კე კა­ჭა­რა­ვას.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­ვით დე­კა­ნო­სი­ძემ და თორ­ნი­კე კა­ჭა­რა­ვამ გი­ორ­გი კვა­რა­ცხე­ლი­ას ძმას­თან წარ­სულ­ში მომ­ხდა­რი უთან­ხმო­ე­ბის გამო, 21 წლის ბიჭ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა და მისი ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა გა­ნიზ­რა­ხეს. და­ვით დე­კა­ნო­სი­ძე და თორ­ნი­კე კა­ჭა­რა­ვა

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 2015 წელს დე­კა­ნო­სი­ძე და კა­ჭა­რა­ვა უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნი­ლი ია­რა­ღე­ბით გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძის ქუ­ჩა­ზე მი­ვიდ­ნენ და მა­შინ, როცა გი­ორ­გი კვა­რა­ცხე­ლია ქუ­ჩა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მის მი­მართ ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მრავ­ლო­ბი­თი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. დაჭ­რი­ლი გოგა კვა­რა­ცხე­ლია, რო­მელ­საც მე­გობ­რე­ბი „კვა­რას“ ეძახ­დნენ, 26 დე­კემ­ბერს, დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა მშობ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ჭრი­ლო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, რომ ექი­მებ­მა ახალ­გაზ­რდის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს

გაზიარება: