ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ბიჭმა გოგოზე ძალადობა დაიწყო და არაერთხელ მიაყენა დაზიანება, მათ შორის სიგარეტით დაწვით“ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თბილისში მომხდარ მკვლელობაზე?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მიმ­დი­ნა­რე წლის 26 ივ­ნისს, თბი­ლის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფა­ტი­მა კე­რი­მო­ვას ცხე­და­რი იპო­ვეს. ირ­კვე­ვა, რომ გო­გო­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გო­ბარ ბი­ჭთან ერ­თად ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა ფუ­ლის გა­მო­ლე­ვის შემ­დეგ, ბიჭ­მა ის ქუ­ჩა­ში მარ­ტო და­ტო­ვა და თვი­თონ აზერ­ბა­ი­ჯან­ში დაბ­რუნ­და.

მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნა სრუ­ლი­ად ობო­ლი იყო, მას 19 წლის უმ­ცრო­სი და დარ­ჩა. შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად “სა­ფა­რის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა, ბაია პა­ტა­რა­ი­ამ გა­ავ­რცე­ლა. ამ დრო­ის­თვის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს

პა­ტა­რა­ი­ას ცნო­ბით, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გო­გო­ნა თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ შე­ი­ფა­რა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას­თან ბი­ძაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვი­და. ის ფა­ტი­მას ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბას დაჰ­პირ­და, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­კე­ტი­ლი ჰყავ­და, სას­ტი­კად სცემ­და, ბო­ლოს კი სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მა და მი­ი­მა­ლა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვამ რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა და­კავ­ში­რე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დას­თან, რო­მე­ლიც ახლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად იბ­რძვის სლო­გა­ნით “სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ფა­ტი­მას­თვის“.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს იმ მძი­მე გზას, რაც გო­გო­ნამ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლი­დან ტრა­გი­კულ დღემ­დე გა­ი­ა­რა – მე­გობ­რის მხრი­დან მი­ტო­ვე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ნა­თე­სა­ვის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სას­ტი­კი ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. დები მარ­ტო ცხოვ­რობ­დნენ და ახლა გარ­დაც­ვლი­ლის და მე­დი­ის­გან, იუ­რის­ტე­ბის­გან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მაქ­სი­მა­ლურ მხარ­და­ჭე­რას ითხოვს:

“და­ვუ­კავ­შირ­დი თბი­ლის­ში მოკ­ლუ­ლი გო­გოს დას, რო­მე­ლიც მზად არის თა­ვი­სი დის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. მას პრო­ფილ­ზე არის ასე­თი სლო­გა­ნი “ფა­ტი­მას­თვის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა” რამ­დე­ნი­მე დღე ვცდი­ლობ­დი დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას, სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბას და რიგ სა­კი­თხებ­ზე ნე­ბარ­თვე­ბის მი­ღე­ბას.

გოგო თა­ვის დას­თან ერ­თად მარ­ტო ცხოვ­რობ­და. ის ადრე და­ნიშ­ნუ­ლი იყო თა­ვი­სი შო­რე­ულ ნა­თე­სავ­ზე და მერე გა­შორ­დნენ. ვის­თა­ნაც ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ის იყო მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი.

გეგ­მავ­დნენ და­ნიშ­ვნას, მაგ­რამ ბიჭ­მა ამ­ბობ­და ფული არ მაქ­ვსო და იპო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­სა­ხუ­რი და ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რობ­დნენ. მოკ­ლუ­ლის და ამ­ბობს, რომ მისი და ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი გოგო იყო და გა­უ­გე­ბა­რია, რა და­პი­რე­ბებ­მა აი­ძუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლა­ზე და­თან­ხმე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ბიჭ­მა გო­გო­ზე ძა­ლა­დო­ბა და­ი­წყო და მის სხე­ულ­ზე არა­ერ­თხელ მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მათ შო­რის სი­გა­რე­ტით დაწ­ვით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­გოს პას­პორ­ტი წა­არ­თვა.

ამის შემ­დეგ ბიჭი დაბ­რუნ­და თა­ვის ოჯახ­თან აზერ­ბა­ი­ჯან­ში. ცნო­ბი­ლია, რომ ბიჭი აზერ­ბა­ი­ჯან­ში ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლად მუ­შა­ობ­და და მერე ეს ამ­ბა­ვი გამო დღეს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა გო­გოს ბი­ძაშ­ვილს, რო­მელ­ზეც მას იმე­დი ჰქონ­და, რომ და­ეხ­მა­რე­ბო­და, რად­გან ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­და, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ადრე ახლო არ ყო­ფი­ლა. ასე­ვე რად­გან ტე­ლე­ფო­ნიც არ ჰქონ­და არ ახ­სოვ­და სხვე­ბის ნომ­რე­ბი.

მოკ­ლუ­ლი გო­გოს დასა და ნა­თე­სა­ვებს აქვთ ბევ­რი კი­თხვა და ისი­ნი მზად არი­ან იბ­რძო­ლონ მისი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. შემ­თხვე­ვის დღეს დას მი­უ­მარ­თია აზერ­ბა­ი­ჯან­ში პო­ლი­ცი­ის­თვის, მაგ­რამ რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და ფაქ­ტი, ამი­ტომ არ და­ი­წყეს გა­მო­ძი­ე­ბას. ასე­ვე გო­გოს დას და­უ­რე­კია სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან და “გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს” პა­სუ­ხი მი­უ­ღია, ფოტო “ფე­ის­ბუქ­მა” რომ არ დაბ­ლო­კოს, ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი დავ­მა­ლე”.

გაზიარება: