ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“დაღუპულებს შორის ოთხი ქალი და ორი მამაკაცია” – ახალგაზრდული კეთილდღეობის ცენტრში ცეცხლი გახსნეს: დეტალები გერმანიიდან

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ჩრდი­ლო­ეთ გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ შტა­დე­ში, ახალ­გაზ­რდუ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის ცენ­ტრში მომ­ხდარ სრო­ლას, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ოთხი ქალი და ორი მა­მა­კა­ცია. მათ­გან ხუთი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ექ­ვსე კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ღე­ბუ­ლი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს.

  • ტრა­გე­დია ორ­შა­ბათს, ჰამ­ბურ­გის პორტთან ახ­ლოს მდე­ბა­რე შტა­დე­ში მოხ­და. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე ახალ­გაზ­რდუ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია სრუ­ლად გა­და­კე­ტა. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყ­ვნენ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი, სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი.

პო­ლი­ცი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად ორი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის სა­ვა­რა­უ­დო მსრო­ლე­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი და­ა­დას­ტუ­რა, რომ საქ­მე­ზე მე­სა­მე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლიც და­ა­კა­ვეს.

რო­ი­ტე­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმე­ლი 45 წლის გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქეა, რო­მე­ლიც თურ­ქუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ის სამი თვის ქა­ლიშ­ვი­ლის მე­ურ­ვე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­მარ­თლებ­რივ და­ვა­ში იყო ჩარ­თუ­ლი.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვა ტე­რო­რიზმს, პო­ლი­ტი­კურ მო­ტივს ან ფე­მი­ციდს არ უკავ­შირ­დე­ბა. მათი შე­ფა­სე­ბით, საქ­მე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ტრა­გი­კულ გან­ვი­თა­რე­ბას ეხე­ბა. ანა­ლო­გი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს გა­მო­ცე­მა Der Spiegel-იც, რომ­ლის ცნო­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი თავ­დას­ხმას კერ­ძო და­ვას უკავ­ში­რე­ბენ.

გერ­მა­ნი­ა­ში მსგავ­სი მა­სობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბი იშ­ვი­ა­თია, თუმ­ცა ბოლო წლებ­ში რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა მა­ინც და­ფიქ­სირ­და. 2023 წელს ჰამ­ბურ­გში იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის სა­ლო­ცავ დარ­ბაზ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა. 2016 წელს კი მი­უნ­ხენ­ში 18 წლის თავ­დამ­სხმელ­მა ცხრა ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

გაზიარება: