ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

მამაკაცმა მეუღლე, დედა და მეუღლის მეგობარი ქალი დაჭრა – დანაშაულის დეტალები

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

იმე­რეთ­ში მა­მა­კაც­მა მე­უღ­ლე, დედა და მე­უღ­ლის მე­გო­ბა­რი ქალი დაჭ­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამი პი­რის, მათ შო­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა ბრალ­დე­ბულ­მა, მე­უღ­ლეს, დე­დას და მე­უღ­ლის მე­გო­ბარ ქალ­ბა­ტონს, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. სა­მი­ვე დაჭ­რი­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 19-109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გაზიარება: