ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

2 ქვეითის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე კაცს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

🔻 პირს, რომელმაც 2 ქვეითს მანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა | განცხადებას პროკურატურა ავრცელებს:

💬 “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 30 აგვისტოს, თბილისში, ბრალდებულმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ავტომობილი შეაჯახა ქვეითად მოძრავ ორ პირს, რის შემდეგაც ავტომობილიდან გადმოვიდა და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა მათ. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მეორე პირის გადარჩენა მოხერხდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა” | ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

გაზიარება: