ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

‼️ 13 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმემ ბრიტანეთი შეძრა — მკვლელობასა და ძალადობაში მასწავლებელია ბრალდებული

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

‼️ბრიტანეთში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი 37 წლის მასწავლებლის, ჯეიმი ვარლის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედება 13 თვის პრესტონ დეივის მკვლელობა. ბავშვი გაშვილების პროცესში იყო და ვარლის მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვი გაიგუდა სასუნთქი გზების განზრახ დაბლოკვის შედეგად.

პათოლოგანატომის დასკვნით, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვილზე სექსუალურად იძალადეს.

ვარლი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ბავშვი აბაზანაში შემთხვევით დაიხრჩო, თუმცა სამედიცინო მტკიცებულებები ამ ვერსიას ეწინააღმდეგება.

პოლიციამ ბრალდებულის ტელეფონში ბავშვის შიშველი ფოტოები და ვიდეოები აღმოაჩინა. ასევე გაირკვა, რომ მან ვიდეო გადაუღო ბავშვს კრუნჩხვის დროს, საავადმყოფოში გადაყვანამდე თითქმის ორი საათით ადრე.

საქმეზე ბრალდებულია ვარლის პარტნიორიც, რომელიც ასევე უარყოფს ბავშვის მიმართ სისასტიკესა და ძალადობას.

სასამართლო განხილვა გრძელდება.

გაზიარება: