ამერიკელი რეპერი D4vd (ნამდვილი სახელი — დევიდ ენტონი ბურკი) 14 წლის სელესტე რივასის მკვლელობის საქმეზე დააკავეს.ახალგაზრდა გოგონას ცხედარი 2025 წლის სექტემბერში არტისტის კუთვნილი ავტომობილის საბარგულში აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, ცხედარი იქ რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა.პროკურატურის ვერსიით, რეპერსა და არასრულწლოვანს ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა გოგონა მხოლოდ 11 წლის იყო. მოგვიანებით, სელესტე ხშირად ახლდა მუსიკოსს ტურნეებზე და, გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც გოგონა მათი კავშირის გასაჯაროებით იმუქრებოდა.გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის აპრილში სელესტე დევიდ ბურკის სახლში მივიდა, სადაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ რეპერმა გოგონას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვა სცადა — ყალბი სახელით შეიძინა ნიჩაბი, ბენზოხერხები, ნაგვის პარკები და სხვა ნივთები.გამოძიების დროს სამართალდამცავებმა მომღერლის ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიის მასალაც აღმოაჩინეს. თავად არტისტი ბრალს არ აღიარებს, ხოლო მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც საქმესთან მის კავშირს უარყოფს. მორიგი სასამართლო პროცესი 26 მაისს გაიმართება.
14 წლის გოგონას მკვლელობის შემზარავი დეტალები – ცხედარი ცნობილი რეპერის მანქანის საბარგულში აღმოაჩინეს
wpadmin
•
•
კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90
მსგავსი სტატიები
კრიმინალი
🟥„60 ჭრილობა დანით … ფანჯრიდან შევიდნენ თურმე ყაჩაღები…. ასე უცებ ხომ ვერ შეამტვრევდნენ და ტელეფონზე დარეკვა უცდია. ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია“.
August 30, 2026
კრიმინალი
“თხილი ჩაუბარებია, 5 000 ლარი აუღია და ალბათ, ამ ფულის წართმევა უნდოდა ვიღაცას” – ვინ არის ქალი, რომელიც ოზურგეთში მოკლეს
August 28, 2026
კრიმინალი
არასრუწლოვანი ბიჭი ახალგაზრდა ქალს სადარბაზოში შეჰყვა – რა მიზეზით დააპატიმრეს 15 წლის მოზარდი?
August 15, 2026
კრიმინალი
სროლა ქალაქის ცენტრში – 6 ადამიანი დაჭრილია
July 30, 2026