ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

აშშ-ში, მასობრივი სროლის შედეგად 8 ბავშვი დაიღუპა

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

აშშ-ში, ლუიზიანას შტატის ქალაქ შრივპორტში მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად 1-დან 14 წლამდე ასაკის რვა ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილზე დილის 6 საათის შემდეგ, ოჯახური კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მივიდნენ. პოლიციის წარმომადგენლის კრისტოფერ ბორდელონის თქმით, დანაშაულის ადგილი სამ სხვადასხვა სახლს მოიცავდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სროლის შემდეგ ეჭვმიტანილი ადგილიდან მოპარული მანქანით მიიმალა, თუმცა პოლიციამ მისი ლიკვიდაცია შეძლო. პოლიცია თვლის, რომ მსროლელი მხოლოდ ერთი ადამიანი იყო. სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება: