ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“მართალია, დღეს ადამიანები არ ყვირიან „ჯვარს აცვი!” მაგრამ ხშირია, როდესაც ივიწყებენ უფალს, ღალატობენ და შორდებიან” – მეუფე შიო

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

სა­ო­ცა­რი გა­მო­ნა­თე­ბა ვი­ხი­ლეთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ დღე­ებ­ში, რო­დე­საც მთე­ლი ჩვე­ნი ხალ­ხი, მთე­ლი ჩვე­ნი ერი გა­ერ­თი­ან­და მი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბის, მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის გრძნო­ბა­ში… ამ გა­მო­ნა­თე­ბამ, ამ ჩვენ­მა დიდ­მა ერ­თო­ბამ და სიყ­ვა­რულ­მა გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა და გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ის მძი­მე მოვ­ლე­ნა, რა­საც ჰქვია მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, – ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე შიომ (მუ­ჯი­რი) ბზო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან მრევლს ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ნუ და­უშ­ვე­ბენ მათ გუ­ლებ­ში უფ­ლის ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს ბო­რო­ტე­ბამ, უწ­მინ­დუ­რო­ბამ, ყვე­ლა ცოდ­ვამ და მან­კი­ე­რე­ბებ­მა.

პა­ტი­ო­სა­ნო მა­მა­ნო! ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო! გი­ლო­ცავთ ბზო­ბის დღე­სას­წა­ულს! რო­გორც გვი­ამ­ბობს წმინ­და სა­ხა­რე­ბა ამ მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ, მთე­ლი ქა­ლა­ქი შე­იძ­რა, მთე­ლი ხალ­ხი მი­ის­წრა­ფო­და იე­რუ­სა­ლი­მის­კენ მი­მა­ვა­ლი მა­ცხოვ­რის შე­სახ­ვედ­რად. მას გზა­ზე უფენ­დნენ თა­ვი­ანთ ტან­საც­მელს, ხე­ე­ბი­დან ჭრიდ­ნენ რტო­ებს, ასე­ვე უფენ­დნენ და გა­ი­ძა­ხოდ­ნენ: „ოსა­ნა და­ვი­თის ძეს! კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი უფ­ლის სა­ხე­ლით! გვა­ცხო­ნე ჩვენ, რო­მე­ლი ხარ მა­ღალ­თა შინა!“. აი, ასე­თი სა­ხოტ­ბო შე­ძა­ხი­ლე­ბით ხვდე­ბოდ­ნენ მას. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თით­ქოს მოხ­და რა­ღაც სა­ო­ცა­რი გა­მო­ნა­თე­ბა ხალ­ხში, ყვე­ლამ შე­იც­ნო იე­სო­ში მათი მხსნე­ლი, ღმერ­თიც, მკურ­ნა­ლიც, რო­მე­ლიც ახ­დენს სას­წა­უ­ლებს და მკვდრებსაც აღად­გენს.

აი, ასე­თი გა­მო­ნა­თე­ბა, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და ხდე­ბა კი­დეც ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის სულ­შიც, რო­დე­საც თით­ქოს ნა­თე­ლი და ცხა­დი ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი: ღმერ­თის არ­სე­ბო­ბაც, სუ­ლის უკ­ვდა­ვე­ბაც, უფ­ლის სი­ტყვე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბაც. ასე­თი ამაღ­ლე­ბუ­ლი გრძნო­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რო­დე­საც ვჭვრეტთ და აღიქ­ვამთ ღმერ­თის მიერ შექ­მნი­ლი სამ­ყა­როს მშვე­ნი­ე­რე­ბას, იმ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას და სა­ო­ცარ სიბ­რძნეს, რო­მე­ლიც არის სამ­ყა­რო­ში, თუ რო­გორ არის მო­წყო­ბი­ლი ეს სამ­ყა­რო. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა ეს მოხ­დეს ჩვენს სულ­ში ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის ან წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შე­დე­გად; შე­იძ­ლე­ბა იყოს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ან უბე­დუ­რე­ბის­გან, დიდი მწუ­ხა­რე­ბის­გან ან სი­ხა­რუ­ლის­გან. ასეთ მო­მენ­ტებ­ში ადა­მი­ა­ნი მად­ლობს და ადი­დებს უფალს და წარ­მოთ­ქვამს თა­ვის ოსა­ნას. ეს ყვე­ლას გა­მოც­დი­ლი გვაქვს, იმი­ტო­მაც ვართ აქ, ასე ვხა­რობთ და ვზე­ი­მობთ დღე­ვან­დელ დღეს. შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ მსგავ­სი სა­ო­ცა­რი გა­მო­ნა­თე­ბა ვი­ხი­ლეთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ დღე­ებ­ში, რო­დე­საც მთე­ლი ჩვე­ნი ხალ­ხი, მთე­ლი ჩვე­ნი ერი გა­ერ­თი­ან­და მი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბის, მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის გრძნო­ბა­ში. მინ­და, და­ვა­მა­ტო ასე­ვე ის, რომ ეს არ იყო მხო­ლოდ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის პი­როვ­ნე­ბის და­ფა­სე­ბა, მხო­ლოდ ეს როდი იყო, არა­მედ, ალ­ბათ, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, იყო ღვთი­სად­მი, ეკ­ლე­სი­ი­სად­მი, სამ­შობ­ლო­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა და იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­მელ­თაც მისი უწ­მინ­დე­სო­ბა და უნე­ტა­რე­სო­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და ქა­და­გებ­და. ეს ნამ­დვი­ლად ასე იყო, ეს სა­ო­ცა­რი დღე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ვი­ა­რეთ და რომ­ლებ­საც გავ­დი­ვართ. ამ გა­მო­ნა­თე­ბამ, ამ ჩვენ­მა დიდ­მა ერ­თო­ბამ და სიყ­ვა­რულ­მა გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა და გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ის მძი­მე მოვ­ლე­ნა, რა­საც ჰქვია მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

გაზიარება: