ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

‼როგორია 71 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც სცემეს და დააყაჩაღეს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ნაცემი და დაყაჩაღებული 71 წლის ქალი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობას აგრძელებს.

პაციენტი კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გუშინ დილით გადაიყვანა.

გადაუდებელი მედიცინის განყოფილების მორიგე ექიმის, ფიქრია კინდოლაურის განმარტებით, დაზარალებულს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს.

პაციენტი შემოიყვანა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ასევე დაზიანება მარჯვენა თვალ-ბუდის არეში. მისივე გადმოცემით, მასზე იძალადა მისთვის უცნობმა პირმა და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ჩატარებულია შესაბამისი კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევები და გადაყვანილია ნევროლოგიურ განყოფილებაში. კლინიკიდან გაწერის საკითხს გადაწყვეტს მკურნალი ექიმი-ნევროლოგი“,- თქვა ექიმმა.

შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში მოხდა. სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი მამაკაცი და დედა-შვილი.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება: