ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

„არ ვიცი რას აკეთებდა, კომპიუტერთან იჯდა 24 საათი. ღამის 04:00 საათზე წვებოდა და სულ კომპიუტერთან იჯდა. როცა ჩვენი მეზობელი მოკლა, გამოიქცა და ტყეში დაიმალა”

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდამ მეზობელს ცივი იარაღით დაზიანებები ინტერნეტით მიღებული დავალების შედეგად მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ასევე თვითდაზიანებებიც მიიყენა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა. როგორც სოფელში აცხადებენ, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია კომპიუტერული მოწყობილობა.

დაკავებულის მამა ადასტურებს, რომ მისი შვილი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა, თუმცა, რა სახის თამაშები იყო, მისთვის უცნობია.

„არ ვიცი რას აკეთებდა, კომპიუტერთან იჯდა 24 საათი. ღამის 04:00 საათზე წვებოდა და სულ კომპიუტერთან იჯდა. როცა ჩვენი მეზობელი მოკლა, გამოიქცა და ტყეში დაიმალა. პოლიცია და სასწრაფო მოვიდა. ეძებეს და ტყეში ნახეს, ვენები გადაუჭრია. წაღებულია კომპიუტერი და ტელეფონი გამოკვლევაზე. სახლი გაჩხრიკეს, სისხლიანი ტანსაცმელი ეზოში ეგდო. მიმდინარეობს ძიება“, – განუცხადა დაკავებულის მამამ „ტვ პირველს“.

ცნობისთვის, ოზურგეთში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ის ცნობით, ბრალდებულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლად მცხოვრებ პირს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გაზიარება: