ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

დააკავეს პირი, რომელიც უკანონოდ ინახავდა არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერს, კადრები საჯარო სკოლების მოსწავლეებში გავრცელდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა უკა­ნო­ნოდ გა­და­ი­ღო და ინა­ხავ­და არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს, რო­მე­ლიც შემ­დგომ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ში გავ­რცელ­და.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

„თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­ყო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა უკა­ნო­ნოდ გა­და­ი­ღო და ინა­ხავ­და არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს, რო­მე­ლიც შემ­დგომ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ში გავ­რცელ­და.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნო მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა და გავ­რცე­ლე­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გაზიარება: