ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

რას აცხადებენ შსს-ში საქართველოში რუსეთის 22 წლის მოქალაქის გარდაცვალებაზე?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო “Panorama 360 Hotel“-ში ნა­პოვ­ნი 22 წლის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის, ალი­ნა კამ­ბა­რო­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ambebi.ge-სთან გა­ნა­ცხა­დეს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, დად­გე­ნი­ლია, რომ ა.კ. სა­ქარ­თვე­ლო­ში 16 მარტს ჩა­მოფ­რინ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე ჩნდე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის ვერ­სი­აც:

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქის 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.კ. -ს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყეს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე დგინ­დე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მარტს ჩა­მოფ­რინ­და, რის შემ­დე­გაც დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნავ­და.

ა.კ.-ს თან­ხმლე­ბი პი­რის გად­მო­ცე­მით, მან და ახალ­გაზ­რდა ქალ­მა, სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა “მა­რი­ხუ­ა­ნა” მო­იხ­მა­რეს. დი­ლის სა­ა­თებ­ში კი მა­მა­კაც­მა ა.კ. გარ­დაც­ვლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა.

ცხე­დარს რა­ი­მე სა­ხის ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. ა.კ. – ს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ნიშ­ნუ­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო ექ­სპერ­ტი­ზა”.

  • რას ჰყვე­ბა მამა?

ვიდ­რე გა­მო­ძი­ე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს, გო­გო­ნას მამა რუ­სულ მე­დი­ას­თან შვი­ლის ბოლო სა­ა­თებს იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ ალი­ნას ქცე­ვა­ში სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვი­ათ. მისი თქმით, ალი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­რეც ცხოვ­რობ­და და აქ დაბ­რუ­ნე­ბა ძა­ლი­ან უხა­რო­და.

ბოლო კონ­ტაქ­ტი: 16 მარტს, 23:00 სა­ათ­ზე, ალი­ნამ ოჯახს მის­წე­რა, რომ სას­ტუმ­რო­ში იყო, და­ი­ღა­ლა და დას­ვე­ნე­ბა სურ­და.

გაზიარება: