ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ილია მეორის განჩინება მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად – რა უნდა ვიცოდეთ?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

17 მარტს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II გარ­და­იც­ვა­ლა. უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სის ჟამს, რო­დე­საც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო გლო­ვობს პატ­რი­არ­ქს, მარ­თე­ბუ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ მისი უწ­მინ­დე­სო­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად. გვახ­სოვ­დეს, რომ სიკ­ვდი­ლი არ არის და­სას­რუ­ლი, ხოლო ჩვე­ნი სწო­რი ქცე­ვა და ლოც­ვა სა­უ­კე­თე­სო გზაა მა­რა­დი­უ­ლო­ბა­ში გარ­და­სულ­თა პა­ტივ­სა­ცე­მად.

  • სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია II – გან­ჩი­ნე­ბა მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლის მო­სახ­სე­ნებ­ლად

“ყო­ვე­ლი ოჯა­ხი, მძი­მედ გა­ნიც­დის უახ­ლო­ე­სი წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და გლო­ვით გა­მო­ხა­ტავს თა­ვის წუ­ხილს, მაგ­რამ ბოლო დროს ეს და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მით ვლინ­დე­ბა

“ყო­ვე­ლი ოჯა­ხი, მძი­მედ გა­ნიც­დის უახ­ლო­ე­სი წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და გლო­ვით გა­მო­ხა­ტავს თა­ვის წუ­ხილს, მაგ­რამ ბოლო დროს ეს და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მით ვლინ­დე­ბა.

ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა ახ­ლობ­ლე­ბი მრა­ვა­ლი წლის ან მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე არ იხ­დი­ან შავ სა­მოსს და ჩა­მო­შო­რე­ბულ­ნი არი­ან ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას.

უსა­ზღვრო გლო­ვა, გო­დე­ბა, ტი­რი­ლი მე­ტყვე­ლებს ადა­მი­ა­ნის ურ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე; იმა­ზე, რომ მას არ სწამს ღმერ­თი, არ სწამს სუ­ლის უკ­ვდა­ვე­ბა და თვლის, რომ გარ­დაც­ვლი­ლი სა­მუ­და­მოდ და­კარ­გუ­ლია მის­თვის; ამით კი ჭი­რი­სუ­ფა­ლი უდი­დეს ცოდ­ვას იღებს თა­ვის თავ­ზე, რად­გან იგი არას­წო­რი ქცე­ვით მე­ტად ამ­ძი­მებს გარ­დაც­ვლი­ლის უკ­ვდავ სულს, ამ­ძი­მებს თა­ვი­სი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბას.

ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ ნიშ­ნავს მის მოს­პო­ბას. ადა­მი­ა­ნის სული ცო­ცხა­ლია, უკ­ვდა­ვია და იგი მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში იმ­კვიდ­რებს იმ ად­გილს, რა­საც თა­ვი­სი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­თა და ქცე­ვით იმ­სა­ხუ­რებს.

მი­წი­ე­რი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა არის მომ­ზა­დე­ბა მა­რა­დი­უ­ლო­ბი­სათ­ვის. იგია თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის უდი­დე­სი გა­მოც­და.

ბედ­ნი­ე­რია, ვინც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და კე­თი­ლი საქ­მით წარ­დგე­ბა ამ გარ­და­უ­ვა­ლი დღის წი­ნა­შე და მარ­თალ­თა სა­ვა­ნის მკვიდ­რი გახ­დე­ბა.

ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ადრე ტო­ვებს ამ წუ­თი­სო­ფელს, ანდა მცი­რე ასა­კი­სა შე­ერ­თვის მა­რა­დი­უ­ლო­ბას. ამა­შიც ჩვენ უნდა და­ვი­ნა­ხოთ გან­გე­ბა უფ­ლი­სა: ღმერ­თს ისი­ნი ნაკ­ლე­ბად ცოდ­ვილ­ნი მიჰ­ყავს თა­ვის­თან.

ყო­ვე­ლი­ვე ამის გამო გან­ვა­ჩი­ნებთ:

1. ავად­მყოფს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვუყ­ვა­ნოთ მო­ძღვა­რი აღ­სა­რე­ბი­სა და ზი­ა­რე­ბის­თვის, რად­გან წმინ­და ზი­ა­რე­ბა არის სა­კურ­ნე­ბე­ლი სუ­ლი­სა და ხორ­ცი­სა და ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა წმი­და ზი­ა­რე­ბით სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გან­კურ­ნე­ბუ­ლა ადა­მი­ა­ნი; ასე­ვე მე­ტად კარ­გია ავად­მყო­ფის­თვის ზე­თის კურ­თხე­ვა.

. გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და­საფ­ლა­ვე­ბამ­დე მიც­ვა­ლე­ბუ­ლის თავ­თან ჩა­უქ­რობ­ლად უნდა ენ­თოს სან­თე­ლი და კან­დე­ლი, უნდა იდ­გეს ხატი, ხორ­ბა­ლი, წყა­ლი, ღვი­ნო, მა­რი­ლი, და დღე­და­ღამ ახ­ლობ­ლე­ბის მიერ უნდა იკი­თხე­ბო­დეს და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ფსალ­მუ­ნე­ბი.

3. ფსალ­მუ­ნის კი­თხვა (თუნ­დაც დღეს მხო­ლოდ ერთი კა­ნო­ნის) სა­სურ­ვე­ლია, და­საფ­ლა­ვე­ბის შემ­დეგ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ინც გაგ­რძელ­დეს.

4. გარ­დაც­ვლილს გულ­ზე უნდა ეკი­დოს ნა­კურ­თხი ჯვა­რი.

5. თუ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი მო­უ­ნათ­ლა­ვია, კარ­გია თუ ისი­ნი გარ­დაც­ვლი­ლის და­საფ­ლა­ვე­ბამ­დე მო­ი­ნათ­ლე­ბი­ან; თუ მიც­ვა­ლე­ბუ­ლია მო­უ­ნათ­ლა­ვი, მისი მო­ნათ­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა.

6. სა­ე­რო პა­ნაშ­ვი­დე­ბის დროს სა­სურ­ვე­ლია სა­ე­რო სიმ­ღე­რე­ბი­სა და მუ­სი­კის ნაც­ვლად შეს­რულ­დეს სა­ეკ­ლე­სიო სა­გა­ლობ­ლე­ბი.

7. მიც­ვა­ლე­ბუ­ლი უნდა და­იკ­რძა­ლოს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 3-5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

8. მიც­ვა­ლე­ბულს არ უნდა ჩა­ა­ტა­ნონ ზედ­მე­ტი ტან­საც­მე­ლი ან სხვა რა­ი­მე ნივ­თე­ბი.

9. და­საფ­ლა­ვე­ბის დღეს, დი­ლით, ან წინა ღა­მეს მო­ძღვარ­მა უნდა აუ­გოს წესი მიც­ვა­ლე­ბულს და უკურ­თხოს საფ­ლა­ვის მიწა, ღვი­ნო, პური, მა­რი­ლი, წყა­ლი.

10. და­საფ­ლა­ვე­ბის დღი­დან­ვე საფ­ლავ­ზე უნდა და­იდ­გას მღვდლის მიერ ნა­კურ­თხი დრო­ე­ბი­თი ჯვა­რი (ხის, ლი­თო­ნის ან სხვა მა­სა­ლის), რად­გან უჯვრო საფ­ლავს, წმინ­და მა­მე­ბის სწავ­ლე­ბით, ეშ­მა­კი ეპატ­რო­ნე­ბა.

11. გარ­დაც­ვლი­ლის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ მისი სუ­ლის მო­სახ­სე­ნებ­ლად მზად­დე­ბა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ქელე­ხი მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის. ქელე­ხი არ უნდა გაგ­რძელ­დეს დიდ­ხანს.

თუ ადა­მი­ა­ნი მარ­ხვის დროს გარ­და­იც­ვა­ლა, საჭ­მე­ლი მზად­დე­ბა მხო­ლოდ სა­მარ­ხვო.

12. თუ ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა ხსნილ­ში, კარ­გია, თუ მისი ახ­ლობ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლის და­საფ­ლა­ვე­ბამ­დე შე­ი­ნა­ხა­ვენ მარ­ხვას.

13. გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 39-ე დღეს მო­ძღვარ­მა უნდა შე­ას­რუ­ლოს პა­ნაშ­ვი­დი, ხოლო მე­ორ­მო­ცე დღეს და წლის­თავ­ზე მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის უნდა დამ­ზად­დეს სა­კურ­თხი და ეკ­ლე­სი­ა­ში შეს­რულ­დეს შეკ­ვე­თი­ლი წირ­ვა და პა­ნაშ­ვი­დი.

14. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ორ­მო­ცი უნდა გა­და­ი­ხა­დონ გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ზუს­ტად მე­ორ­მო­ცე დღეს, ან წინა დღეს, რად­გან მე­ორ­მო­ცე დღეს ხდე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლის დამ­კვიდ­რე­ბა მის­თვის გან­კუთ­ვნილ სა­ვა­ნე­ში.

წლის­თა­ვიც უნდა გა­და­ი­ხა­დონ გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ზუს­ტად ერთი წლის შემ­დეგ. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სული სა­ო­ხად გამ­ზა­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი მარ­ხვა­ში უნდა იყოს სა­მარ­ხვო, ხსნილ­ში – სახ­სნი­ლო.

15. ყო­ველ წე­ლი­წადს მიც­ვა­ლე­ბულ­თა ხსე­ნე­ბის დღეს (მისი ახ­ლობ­ლე­ბი) უნდა ამ­ზა­დებ­დნენ სა­კურთხს, რო­მელ­საც დი­ლით, წირ­ვის და­წყე­ბის წინ, მი­ი­ტა­ნენ ტა­ძარ­ში პა­ნაშ­ვი­დის­თვის.

16. მე­ტად კარ­გია თუ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ სა­კურთხს და ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ძღვარს შე­ას­რუ­ლე­ბი­ნე­ბენ პა­ნაშ­ვიდს გარ­დაც­ვლი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს, გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა და ან­გე­ლო­ზის დღე­ებ­ში.

სა­კურ­თხი: ზეთი, ღვი­ნო, პური, წან­დი­ლი, ან კო­ლიო (სხვა საჭ­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა).

17. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­სათ­ვის, თუ მისი ახ­ლობ­ლე­ბი ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას და დღე­სას­წა­უ­ლის დღე­ებ­ში ეს­წრე­ბი­ან წირ­ვა-ლოც­ვას, ეზი­ა­რე­ბი­ან და სე­ფის­კვერს აგ­ზავ­ნი­ან სა­კურ­თხე­ველ­ში გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად.

18. ქრის­ტი­ა­ნის საფ­ლა­ვი არ უნდა იყოს მდიდ­რუ­ლი. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­ლის­თვის უკე­თე­სია, თუ თან­ხა გა­ჭირ­ვე­ბულთ და­უ­რიგ­დე­ბათ.

19. მო­ძღვრის მიერ საფ­ლა­ვის კურ­თხე­ვა კარ­გია მიც­ვა­ლე­ბულ­თა მოხ­სე­ნე­ბის დღე­ებ­ში.

20. ორ­მო­ცი დღის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლის ტან­საც­მე­ლი და ნივ­თე­ბი უნდა და­უ­რიგ­დეთ გა­ჭირ­ვე­ბულთ.

21. თვით­მკვლე­ლო­ბით აღ­სრუ­ლე­ბუ­ლის და მო­უ­ნათ­ლა­ვი­სათ­ვის სა­ეკ­ლე­სიო წე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად აკ­რძა­ლუ­ლია. მათ სა­ხელ­ზე მხო­ლოდ მო­წყა­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს. სა­ერ­თოდ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე მო­წყა­ლე­ბის გა­ცე­მა მე­ტად კარ­გია.

22. თუ ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მო­იკ­ლავს თავს, მის­თვის სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­ეკ­ლე­სიო წე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლია.

23. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებს ეძ­ლე­ვათ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა, ატა­რონ შავი ტან­საც­მე­ლი 40 დღე ან არა­უ­მე­ტეს 1 წელი. ერთი წლის შემ­დეგ შავი სა­მო­სი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­ხა­დოს ყვე­ლამ. შვი­ლის, მე­უღ­ლის, ან მე­ტად ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს არა შავი სა­მო­სის ტა­რე­ბით, არა­მედ ლოც­ვით და მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­ლის­თვის ღვთის სათ­ნო კე­თილ საქ­მე­თა აღ­სრუ­ლე­ბით”.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები