ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

აშშ-მა და ის­რა­ელ­მა ირან­ზე თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­ა­ნად­გუ­რეს, თუმ­ცა არ შე­ხე­ბი­ან ხარ­კის კუნ­ძულს – არ­ტე­რი­ას, სა­დაც ირა­ნი ნედ­ლი ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტის და­ახ­ლო­ე­ბით 90%-ს ამუ­შა­ვებს და ამავდრო­უ­ლად ქვეყ­ნის მთა­ვა­რი შე­მო­სავ­ლის წყა­როს წარ­მო­ად­გენს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

აშშ-მა და ის­რა­ელ­მა ირან­ზე თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­ა­ნად­გუ­რეს, თუმ­ცა არ შე­ხე­ბი­ან ხარ­კის კუნ­ძულს – არ­ტე­რი­ას, სა­დაც ირა­ნი ნედ­ლი ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტის და­ახ­ლო­ე­ბით 90%-ს ამუ­შა­ვებს და ამავდრო­უ­ლად ქვეყ­ნის მთა­ვა­რი შე­მო­სავ­ლის წყა­როს წარ­მო­ად­გენს.

გა­სულ შა­ბათს აშშ-მა კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებს და­არ­ტყა, ხოლო დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ ნავ­თო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­საც და­ბომ­ბავს, თუ ირა­ნი ჰორ­მუ­ზის სრუ­ტის იმ ბლო­კა­დას არ შე­წყვეტს, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბის კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვია.

  • Axios-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­ნალდ ტრამ­პი გა­ნი­ხი­ლავს ხარ­კის კუნ­ძუ­ლის და­კა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუ ორ­მუ­ზის სრუ­ტის ბლო­კა­და გაგ­რძელ­დე­ბა. გეგ­მა ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ად­გილ­ზე გან­თავ­სე­ბას და კუნ­ძუ­ლის სამ­ხედ­რო ოკუ­პა­ცი­ას მო­ი­თხოვს.

ის­მის კი­თხვა, რა­ტომ არის ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­ტა­რა, მარ­ჯნის კუნ­ძუ­ლი, რო­მე­ლიც სიგ­რძე­ში მხო­ლოდ 8 კმ-ია , ხოლო სი­გა­ნე 4 კმ -ს შე­ად­გენს?

ხარ­კი ირა­ნის ეკო­ნო­მი­კის “სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის“ ცენ­ტრი­სა და ამავდრო­უ­ლად, თე­ი­რა­ნის რე­ჟი­მის ყვე­ლა­ზე სუსტ წერ­ტილს წარ­მო­ად­გენს.

რად­გან ირა­ნის სა­ნა­პი­რო­ე­ბი ძა­ლი­ან მე­ჩხე­რია და სა­ნა­პი­რო პორ­ტე­ბი დიდ ტან­კე­რებს ვერ იღებ­დნენ, ნავ­თო­ბის ტერ­მი­ნა­ლი აქ ჯერ კი­დევ ის­ლა­მურ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე, 1960-იან წლებ­ში ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ამ Amoco-მ აა­შე­ნა.

ნავ­თო­ბის ობი­ექ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა ან კუნ­ძუ­ლის ოკუ­პა­ცია ირანს არ­სე­ბო­ბის­თვის სა­ჭი­რო შე­მო­სავ­ლებს წა­არ­თმევს, თუმ­ცა ეს ომის მას­შტა­ბურ ეს­კა­ლა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს.

ერ­თის მხრივ, აშშ-ს ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ირან­ში გაგ­ზავ­ნა მო­უ­წევს, ხოლო მე­ო­რეს მხრივ ირანს მის­ცემს მი­ზეზს, რომ სა­პა­სუ­ხოდ სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნე­ბის სა­ბა­დო­ე­ბი, ქარ­ხნე­ბი და პორ­ტე­ბი და­ბომ­ბოს. ეს კი შე­იძ­ლე­ბა არა თუ მრა­ვალ­თვი­ა­ნი, არა­მედ მრა­ვალ­წლი­ა­ნი გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის მი­ზე­ზი გახ­დეს.

ომის და­წყე­ბის შემ­დეგ არც ირანს, არც აშშ-სა და არც ის­რა­ელს სპარ­სე­თის ყუ­რე­ში მდე­ბა­რე მთა­ვა­რი ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ობი­ექ­ტე­ბი არ და­უ­ბომ­ბავთ. თუმ­ცა ომმა უკვე გა­მო­იწ­ვია ფა­სე­ბის მკვეთ­რი ზრდა, რად­გან ირან­მა იე­რი­შე­ბის სა­პა­სუ­ხოდ ჰორ­მუ­ზის სრუ­ტე, სპარ­სე­თის ყუ­რი­დან გა­მა­ვა­ლი ის ვიწ­რო გზა გა­და­კე­ტა, რომ­ლის გავ­ლით ომამ­დე მსოფ­ლიო ნავ­თო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20% გა­დი­ო­და (და­ახ­ლო­ე­ბით 20 მი­ლი­ო­ნი ბა­რე­ლი დღე­ში).

ამა­ვე დროს ირა­ნი თა­ვად კვლავ თა­ვი­სუფ­ლად აგ­რძე­ლებს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ექ­სპორ­ტს ამა­ვე სრუ­ტით, თა­ნაც ომამ­დე უფრო დიდი მო­ცუ­ლო­ბით. ევ­რო­პუ­ლი კლი­მა­ტუ­რი სამ­სა­ხუ­რის Copernicus-ის სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბის მი­ხედ­ვით, ყო­ველ­დღე ხარ­კის კუნ­ძუ­ლის ნავ­მი­სად­გო­მებ­თან სუ­პერ­ტან­კე­რე­ბი ჩერ­დე­ბა, რო­გორც ჩანს, ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­ონ ბა­რელ ირა­ნულ ნავ­თობს ტვირ­თა­ვენ და ჩი­ნეთ­ში მი­ე­მარ­თე­ბი­ან.

  • რა­ტომ არ იბომ­ბე­ბა ნავ­თო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა

რაც უფრო დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა ომი, მით უფრო ხში­რად ჩნდე­ბა ვა­რა­უ­დი, რომ ტრამ­პი კუნ­ძულს მა­ინც და­არ­ტყამს. ეჭ­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით პა­რას­კევს გაძ­ლი­ერ­და, რო­დე­საც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აშშ ია­პო­ნი­ი­დან სპარ­სე­თის ყუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­დე­სან­ტო ხო­მალდს USS Tripoli-ს გზავ­ნის, რომ­ლის ბორტზეც და­ახ­ლო­ე­ბით 2500 სა­ზღვაო ქვე­ი­თი იმ­ყო­ფე­ბა. ტრამპს მა­შინ­ვე და­უს­ვეს კი­თხვა, თუ რას გეგ­მავ­და ხარ­კის კუნ­ძულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა მან პირ­და­პირ პა­სუხს თავი აა­რი­და.

რო­გორც კვლე­ვი­თი ცენ­ტრის CSIS-ის ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ “ირა­ნის ნავ­თო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა მსოფ­ლი­ოს დიდი ხნით და­ტო­ვებს ირა­ნუ­ლი ნავ­თო­ბის გა­რე­შე და შე­იძ­ლე­ბა ირა­ნის მხრი­დან კი­დევ უფრო ძლი­ე­რი ეს­კა­ლა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს.“

კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გლო­ბა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კის პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრის მკვლევ­რის დე­ნი­ელ სტერ­ნო­ფის თქმით, არც აშშ და არც ირა­ნი მთა­ვა­რი ნავ­თო­ბის ტერ­მი­ნა­ლე­ბის, მილ­სა­დე­ნე­ბი­სა და ქარ­ხნე­ბის სრულ გა­ნად­გუ­რე­ბას არ ცდი­ლო­ბენ, ზო­გი­ერთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ ობი­ექტს მარ­თლაც და­ესხნენ თავს, მაგ­რამ ზი­ა­ნი მი­ნი­მა­ლუ­რია და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს გან­ზრახ არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

თა­ვის მხრივ ირა­ნის მოქ­მე­დი ლი­დე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ხარკზე თავ­დას­ხმა უპა­სუ­ხოდ არ დარ­ჩე­ბა. მათი თქმით, თუ ირა­ნი სპარ­სე­თის ყუ­რი­დან ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტს ვერ შეძ­ლებს, ამას სა­შუ­ა­ლე­ბას არც სხვებს მის­ცემს.

  • რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხარ­კის კუნ­ძუ­ლი

ირა­ნის სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმის რის­კის გარ­და არ­სე­ბობს კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა – ტრამპს არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ იმე­დოვ­ნებს, “ვე­ნე­სუ­ე­ლის სცე­ნა­რის“ მსგავ­სად, ირან­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უფრო დამ­ყო­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ა­ნაც­ვლოს,

თუმ­ცა ხარ­კის გა­ნად­გუ­რე­ბა ქვე­ყა­ნას ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტი­დან შე­მო­სა­ვალს წა­არ­თმევს და ნე­ბის­მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქა­ოს­ში ჩა­ძი­რავს. კუნ­ძუ­ლის ოკუ­პა­ცია ამ პრობ­ლე­მას გა­და­წყვეტ­და, მაგ­რამ ამის­თვის ირან­ში ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გაგ­ზავ­ნა იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო, რა­საც ტრამ­პი არა­ერ­თხელ დაჰ­პირ­და ამომ­რჩევ­ლებს, რომ არ გა­ა­კე­თებ­და.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, ირა­ნის ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტის შე­ჩე­რე­ბა ხარკზე თავ­დას­ხმის გა­რე­შეც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე ტერ­მი­ნალს დღე­ში 5–7 მი­ლი­ო­ნი ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის გა­დატ­ვირ­თვა შე­უძ­ლია, თუმ­ცა და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის გამო ომამ­დე ირა­ნი ექ­სპორტზე მხო­ლოდ და­ახ­ლო­ე­ბით 1.5 მი­ლი­ონ ბა­რელს აგ­ზავ­ნი­და. აშშ-ისა და ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმის წინა პე­რი­ოდ­ში ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 2 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, ხოლო ზოგ დღე­ებ­ში კი 3.7 მი­ლი­ონ ბა­რე­ლამ­დეც ავი­და. კუნ­ძულ­ზე ასე­ვე გან­თავ­სე­ბუ­ლია ნავ­თო­ბის სა­ცა­ვე­ბი, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 28 მი­ლი­ო­ნი ბა­რე­ლი ნავ­თო­ბი ინა­ხე­ბა და ამე­რი­კუ­ლი და ის­რა­ე­ლის რა­კე­ტე­ბის­თვის მარ­ტივ სა­მიზ­ნეს წარ­მო­ად­გენს.

ვა­შინგტო­ნის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვა­რი ფარ­ზინ ნა­დი­მის თქმით ირა­ნის ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტის სრუ­ლად პა­რა­ლი­ზე­ბა კუნ­ძულ­ზე თავ­დას­ხმის გა­რე­შეც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. საკ­მა­რი­სია და­ი­ბომ­ბოს ან სხვა გზით (კი­ბერ­შე­ტე­ვით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვით … ) მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­დეს ბუ­შე­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში, სო­ფელ გო­რეხ­თან მდე­ბა­რე სა­ტუმ­ბი სად­გუ­რი, სა­ი­და­ნაც მილ­სა­დე­ნე­ბი მი­დის არა მხო­ლოდ ხარ­კის კუნ­ძულ­ზე, არა­მედ ახალ ტერ­მი­ნალ იასკშიც, რო­მე­ლიც ომა­ნის ყუ­რე­ში მდე­ბა­რე­ობს და ჰორ­მუ­ზის სრუ­ტის გვერ­დის ავ­ლით მუ­შა­ობს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კუ­ლი სა­ა­გენ­ტოს (IEA) მო­ნა­ცე­მე­ბით, ომამ­დე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა თით­ქმის არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, თუმ­ცა თე­ო­რი­უ­ლად ეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ირანს დღე­ში მი­ნი­მუმ 1 მი­ლი­ო­ნი ბა­რე­ლი ნავ­თო­ბი გა­ი­ტა­ნოს და შე­სა­ბა­მი­სად, ჰორ­მუ­ზის სრუ­ტის და­ნაღმვა სა­კუ­თა­რი ექ­სპორ­ტის­თვის შე­და­რე­ბით მცი­რე ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბით მო­ახ­დი­ნოს.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები