ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

კაცმა ჯერ თანასოფლელი დაჭრა და მერე პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა – კასპში სპეცრაზმი შეიყვანეს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გ.შ დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრებმა ბრალდებულმა პირმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაზიანება მიაყენა 1983 წელს დაბადებულ მ.შ-ს.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან მალევე დაადგინეს.

გ.შ-ს საცხოვრებელ სახლთან, მისი დაკავების მიზნით მისულ სამართალდამცველებს ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ადგილზე საჭირო გახდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მობილიზება.

შიდა ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ წარმატებით ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად გ.შ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

კრიმინალი
33 წლის კაცმა დანით ერთბაშად 3 ადამიანი დაჭრა – სად მოხდა შემთხვევა და ვინ დააპატიმრა პოლიციამ?
February 24, 2026
კრიმინალი
შსს-ს თანამშრომელმა პირად ავტომობილში, იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა – “მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა კონფლიქტი თანმხლებ პირთან”
February 19, 2026
კრიმინალი
დაპატიმრებულია მკვლელობაში ბრალდებული, რომელმაც ახალგაზრდა კაცს დანა დაარტყა და გაიქცა, თუმცა მეორე დღეს პოლიციაში თავისი ფერხით მივიდა
February 19, 2026
კრიმინალი
30 წლის მამაკაცი მოზარდს სისტემატურად სთავაზობდა სქესობრივ კავშირს – შსს-მ ერთი პირი დააკავა: რა დეტალებს ავრცელებს უწყება
February 19, 2026