ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

30 წლის მამაკაცი მოზარდს სისტემატურად სთავაზობდა სქესობრივ კავშირს – შსს-მ ერთი პირი დააკავა: რა დეტალებს ავრცელებს უწყება

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის არას­რულ­წლოვ­ნე­ბის საქ­მე­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ბრალ­დე­ბით, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ბ. და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ – 2015 წელს და­ბა­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვანს სის­ტე­მა­ტუ­რად უგ­ზავ­ნი­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მოკ­ლე­ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს. ბ.ბ.-მ იგი და­ი­თან­ხმა, რომ მსგავ­სი ში­ნა­არ­სის ფოტო მის­თვი­საც გა­ეგ­ზავ­ნა. საქ­მის მა­სა­ლე­ბით, ასე­ვე, დგინ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი გო­გო­ნას სქე­სობ­რივ კავ­შირს სთა­ვა­ზობ­და.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბ.ბ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია ბრალ­დე­ბუ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც იგი არას­რულ­წლო­ვანს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნი­და.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 141-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები