ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

მოკლული მასწავლებლის გიგა ვალიანის დედა საქმის “ახალ ფიგურანტს” ასახელებს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ძალოვანი უწყების ექსმაღალჩინოსანი, რომლის შვილის დაკავებასაც ეკა კუპატაძე ითხოვს, მერაბ მალანიაა. სპეცრაზმის ყოფილ შეფს და გიორგი გახარიას დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელიც წლების განმავლობაში კრიმინალური პოლიციის კურატორი იყო, მოკლული ავალიანის დედა გამოძიების პირველ ეტაპზე საქმის ჩაფარცხვის და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მცდლეობაში ადანაშაულებს.

ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მერაბ მალანია საქმიდან მისი შვილის და მკვლელობაში ბრალდებულ მოზარდებს შორის კავშირის კვალია წაშლას ცდილობდა.

გავლენიანი ექს ზალოვანის შვილი მოკლული მასწავლებლის, გიგას მოსწავლე იყო და კარგად იცნობდა მკველობაში ბრალდებულებსაც.

ეკა კუპატაძე დარწმუნებულია რომ სწორედ მმინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი იყო ერთ-ერთი, ვინც დაკავებულ მოზარდებს დანაშაულის მომზადებაში ეხმარებოდა და გიგას გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ამ ეჭვს ავალიანის დედას საქმის მასალები და სატალეფონო ანძების ჩანაწერებიც უდასტურებს.

რა როლი ჰქონდა ძალოვანის შვილს ავალიანის მკვლელობისმომზადების საქმეში? „შაბათის ეთერი” ამ გარემოების დადგენას პროკურორთან შეეცადა. ქეთი სონიძე ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ექს მოადგილის შვილი გახმაურებული საქმის მოწმეა და მასთან კითხვები საგამოძიებო უწყებას ჯერ კიდევ აქვს.

დაიწყება თუ არა ექს მაღალჩინოსანის შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა – ეს საბოლოოდ ექსპრერტიზის პასუხებზე იქნება დამოკუდებული.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026