გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ღამით ერთად იქეიფეს, ბიჭი კი მეორე დილით მოულოდნელად გარდაიცვალა.
“ერთად გავიზარდეთ, ერთი ბავშვობა გვაკავშირებდა… გული მეწვის, არ მინდა ამის დაჯერება. შენ ხომ ყველაზე გულიანი ადამიანი იყავი, ლექსო. ძალიან ადრე წახვედი, კლასელო. გვიყვარხარ და მუდამ ჩვენს გულებში იქნები. მშვიდად განისვენე,”- წერს მეგობარი, თამარ წიკლაური.
თანაგრძნობას ვუცხადებთ ლექსოს ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. 🕯️🖤🥀