ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ეს ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს!” – რას ნიშნავს „ხორციელის შაბათი“ და რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ხორციელის შაბათი და დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეებია. ამ დღეს ეკლესიებში წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი.

„ხორციელის” შაბათი, ანუ „კორკოტობა” მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეა, რომელსაც ყველიერის კვირა მოსდევს. ხორციელის შაბათს, ქრისტიანები კორკოტს (წანდილს) ამზადებენ, ეკლესიებში კი, გაშლილია მაგიდები საკურთხისათვის და წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი.

გაგაცნობთ ისტორიას, რომელმაც აღნიშნული ტრადიციის ჩამოაყალიბას დაუდო სათავე:

კონსტანტინეპოლის მეფემ, იულიანე განდგომილმა ქრისტე უარყო და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. იულიანემ ქალაქის თავს უბრძანა, მთელი კვირის განმავლობაში, ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი და ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული და ურჩია, მის ნაცვლად მიეღოთ კოლიო – თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი. ქრისტიანებმა შეიძინეს ხორბალი, კოლიო მოხარშეს და მთელი კვირის განმავლობაში მას იღებდნენ. ასე გადაურჩნენ მარხვის დარღვევას მორწმუნენი. მას შემდეგ, დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათი წმინდა

თეოდორეს ხსენების დღედაა მიჩნეული და მორწმუნეები კორკოტს, ანუ წანდილს ხარშავენ.

“კორკოტობა” დიდმარხვის დაწყებამდე, ბოლო შაბათს აღინიშნება და მოძრავი საეკლესიო თარიღია.

“განუსვენე, უფალო, სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. ამინ!”

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026