ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“სახის ძვლები ჩაქუჩით ჩაუმსხვრია” – უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა:

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ი­ზი­ა­რა და მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2025 წლის 22 მა­ისს, მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ერე­და­ში, ბრალ­დე­ბულ­მა გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ორ და­ზა­რა­ლე­ბულს ჩა­ქუ­ჩით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

დრო­უ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა. ბრალ­დე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1-ლი (ძა­ლა­დო­ბა) და 19,109-ე მუხ­ლის „ლ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, ორი პი­რის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა.

მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მცხე­თის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ერე­და­ში გა­სულ წელს მოხ­და. თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ერთ-ერთი მე­ზობ­ლის სახ­ლში იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი, ამ დროს მათ­თან მი­ვი­და ასე­ვე თა­ნა­სოფ­ლე­ლი – 29 წლის მა­მა­კა­ცი და სუფ­რა­ზე მყოფ ორ მა­მა­კაცს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.

ოჯა­ხის წევ­რი მა­შინ ამ­ბობ­და, რომ კობა ჭე­იშ­ვილს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ჩა­ქუ­ჩის და ცუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით.

“მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მცხე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. სა­ხის ძვლე­ბი აქვს სულ ჩამ­სხვრე­ულ, არც ერთი ძვა­ლი არ არის მთე­ლი. გუ­შინ გა­უ­კეთ­და ოპე­რა­ცია, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 8 სა­ა­თი. ექიმ­მა თქვა, რო­გორც შევ­ძე­ლით ავ­კინ­ძეთ ეს წვრილ-წვრი­ლი ძვლე­ბიო, გა­ვა­ერ­თი­ა­ნე­თო…

ასე გა­ვი­გე, რომ თავ­დამ­სხმელს ჰქონ­და ჩა­ქუ­ჩი, სამ­ზა­რე­უ­ლოს რა­ღა­ცა მო­წყო­ბი­ლო­ბა, სა­ხე­ში აქვს ნარ­ტყა­მი” – აცხა­დებ­და რეს­პონ­დენ­ტი.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები