ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“სამართალმა იზეიმა! მიშოს მკვლელობაში თანამონაწილე ორი სპეცრაზმელი დაკავებულია” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 1 წლის წინ მოკლული ბიჭის საქმეზე

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

“ტვ პირ­ვე­ლე­ბის” ინ­ფორ­მა­ცი­ითმიშო ქავ­თა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ორი სპეც­რაზ­მე­ლი და­ა­კა­ვეს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, თორ­ნი­კე გო­გი­ძე და ოთარ მა­რა­ნე­ლი გუ­შინ აიყ­ვა­ნეს. ორი­ვე სპეც­რაზ­მე­ლის გვა­რი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს.

ასე­ვე მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ცე­სი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს იმარ­თე­ბა და ცოტა ხნის წინ სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში და­კა­ვე­ბუ­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მოკ­ლუ­ლი მიშო ქავ­თა­რა­ძის ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა იყო, რაც მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გან­მუხ­ტეს.

“სა­მარ­თალ­მა იზე­ი­მა! ჩემი ძმის მიშო ქავ­თა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ორი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე სპეც­რაზ­მე­ლი თორ­ნი­კე გო­გი­ძე და ოთარ მა­რა­ნე­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია!!!ხვალ გა­ი­მარ­თე­ბა სა­სა­მარ­თლო!!!კად­რებ­ში ნათ­ლად და გარ­კვე­ვით ჩანს და თვი­თონ თ.გო­გი­ძეც აღი­ა­რებს თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბა, დაჭ­რილ და ნა­ხევ­რად უგო­ნოდ ძირს და­ცე­მულ მი­შოს!!! ის ბოლო წამი იყო ზუს­ტად მი­შოს გა­დარ­ჩე­ნის! ძა­ლი­ან მძი­მე და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა ჩემი და ჩემი ოჯა­ხის­თვის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ სა­მარ­თლი­ან გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს მო­სა­მარ­თლე, რის­თვი­საც დე­ი­და­ჩემ­მა, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით თავი შე­აკ­ლა!!!!” – წერს მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დე­ი­დაშ­ვი­ლი ანი ფა­ცა­ცია.

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი გა­სუ­ლი წლის 21 დე­კემ­ბერს ვარ­კე­თილ­ში მოხ­და. ახალ­გაზ­რდებს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა სის­ხლისღვრით დას­რულ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს, მათ­გან ერთი ახალ­გაზ­რდა, დე­დი­სერ­თა ბიჭი, 23 წლის მიშო ქავ­თა­რა­ძე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბით კლი­ნი­კა­ში მის­ვლის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მა­შინ მომ­ხდარ­ზე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­ავ­რცე­ლეს და ცნო­ბი­ლია, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. ასე­ვე გავ­რცელ­და სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე იყო გა­და­ღე­ბუ­ლი.

ბი­ჭე­ბი გა­სარ­თო­ბად უბან­ში იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. კერ­ძოდ, მი­შოს კორ­პუ­სის უკა­ნა მხა­რეს იყ­ვნენ. იქ იყო ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი მიშო და მისი სა­მე­გობ­რო. ამ დროს გა­მოჩ­დნენ ვი­ღა­ცე­ბი, რამ­დე­ნი­მე პირი, უბ­ნის ბი­ჭე­ბი ეგო­ნათ და თურ­მე მი­შომ და­უ­ძა­ხა, ისი­ნი მო­ვიდ­ნენ და აგ­რე­სი­უ­ლი ტო­ნით და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი. ამას მოჰ­ყვა შე­ლა­პა­რა­კე­ბა, ეს ფაქ­ტი ნახა აივ­ნი­დან ბი­ძა­ჩემ­მა, ბესო ქავ­თა­რა­ძემ, ჩოჩ­ქოლ­ზე ჩა­მო­ვი­და ის ბი­ნი­დან ქვე­ვით, ეზო­ში.

თით­ქოს იმ მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბო­ბენ, რამ­დე­ნი­მე ხან­ში ისევ უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან ეს ბი­ჭე­ბი. ამ ფაქტს კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს, მი­შოს მე­გო­ბა­რი, ვინც მან­ქა­ნას აყე­ნებ­და იქვე და იმ მო­მენ­ტში სა­ჭეს­თან იჯდა. ის ამ­ბობს, მან­ქა­ნას ვას­წო­რებ­დი, ამი­ტომ ერთ მო­მენ­ტში გა­ვი­ხე­დე და ვხე­დავ ოთხი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთ­ზე იყო გა­და­ფა­რე­ბუ­ლიო. ბი­ძა­ჩე­მი, რო­მე­ლიც გა­საშ­ვე­ლებ­ლად ჩა­ვი­და, ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი მიშო და მისი ორი ძმა­კა­ცი, მათ შო­რის ერთი მისი მეჯ­ვა­რე დაჭ­რეს. ერ­თმა­ნეთ­ზე იყ­ვნენ გა­და­ფა­რე­ბუ­ლი, იმი­ტომ რომ და­ნით ჩე­ხავ­დნე­ნენ. ყვე­ლა­ზე მეტი ჭრი­ლო­ბა ბი­ძა­ჩემს მი­ა­ყე­ნეს, ჩემს ბი­ძაშ­ვილს გვერ­დუ­ლად აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ ე.წ “შტი­რით” და ფილ­ტვი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი” – გვიყ­ვე­ბო­და ერთი წლის წინ მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დე­ი­დაშ­ვი­ლი.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები