ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს – შსს განცხადებას ავრცელებს‼

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

შინაგან საქმეთა სამინისტროს   ინფორმაციით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების  შემცველი მცენარის უკანონო დათესვა  – მოყვანის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ დ.შ.-ს,  დროებით საცხოვრებელ ბინაში  მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები.” – წერს უწყება.

გამოძიება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე  პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები