როგორც AMBEBI.GE-სთვის ხდება ცნობილი, მკვლელობაში ბრალდებულს, 34 წლის მამაკაცს, რომელიც მოკლულის მეზობელია, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მან გაქცევა მოახერხა. ამ დროისთვის პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.
“იმ ბიჭს ვიცნობ, მკვლელს, ცოტა ვერ იყო. გოგო მოკლაო ამბობენ. ჯერ მეტი არაფერი ვიცით, ჩვენც ველოდებით პოლიცია რას იტყვის” – ჰყვებიან ჟურნალისტებთან ადგილობრივები.
როგორც შსს-ში გვითხრეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
“ქალი 40 წლამდე იყო, ის ბიჭი კი, ალბათ, 30 წლამდე. ბიჭი ბევრჯერ წაიყვანეს საგიჟეთში და მეორე დღეს ისევ ბრუნდებოდა სახლში. ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მეზობლები იყვნენ. როგორც ვიცი, გაქცეულია“, – განაცხადა მან მედიასთან.
არსებული ინფორმაციით, მოკლული ქალი და სავარაუდო დამნაშავე ე.წ. იტალიური ეზოს ერთ ეზოში ცხოვრობდნენ.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.