ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ცნობილი ხდება გარდაბანში მოკლული მამაკაცის ვინაობა – “ქუჩაში გასულ ფაილის თავისი სახლის წინ მანქანით გადაუარა. მანქანა დააჯახა მის ვაჟსაც”

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

გარ­და­ბან­ში, სო­ფელ ყა­რა­თაკ­ლი­ა­ში 5 იან­ვარს თა­ნაკ­ლა­სე­ლებს შო­რის და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი სის­ხლისღვრით დას­რულ­და. მოკ­ლუ­ლია ერთი პირი, დაჭ­რი­ლია ორი ადა­მი­ა­ნი და და­შავ­და კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა კაცი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ლა­პა­რა­კე­ბა რეს­ტო­რან­ში, ქორ­წი­ლის სუფ­რა­ზე მოხ­და, შემ­დგომ ჩა­ი­ხა­ნა­ში გაგ­რძელ­და, შემ­დეგ კი უმ­ძი­მეს და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. და­ნა­შა­ულს თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს.

ფაილ ალი­ევ­სა და აი­დინ მა­მე­დოვს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აი­დინ მა­მე­დო­ვის შვი­ლე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლით ფაილ ალი­ე­ვის სახ­ლთან მი­ვიდ­ნენ და თავს და­ესხნენ. სახ­ლში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფაილ ალი­ე­ვის ვაჟ­მა ორი ადა­მი­ა­ნი და­ნით დაჭ­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აი­დი­ნის შვილ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლით 51 წლის ფაილ ალი­ევს გა­და­უ­ა­რა, რის შე­დე­გა­დაც იგი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სხვა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი რუს­თა­ვის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს,” – ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა სო­ფელ­ში ვცა­დეთ, მაგ­რამ მომ­ხდარ­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა: “არ ვიცი დე­ტა­ლე­ბი რა მოხ­და. ვიცი, რომ ფაილ ალი­ე­ვი არის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლი­დან, აი­დინ მა­მე­დო­ვი არის ჩვე­ნი სოფ­ლის მცხოვ­რე­ბი, რა­ტომ მოხ­და, არ ვიცი, ვე­რა­ფერს გე­ტყვით”, – ამ­ბობს მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ყა­რა­თაკ­ლი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში ელ­ნურ გა­რი­ბო­ვი.

თუმ­ცა ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს გვი­ამ­ბობს. მან ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა:

– მოკ­ლუ­ლია ფაილ ალი­ე­ვი. რო­გორც ვიცი, და­პი­რის­პი­რე­ბა აი­დინ მა­მე­დოვ­სა და მოკ­ლულს – ფაილ ალი­ევს შო­რის რეს­ტო­რან­ში და­ი­წყო. ისი­ნი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ და ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ იმ დღეს ფა­ი­ლის ნა­თე­სა­ვის ქორ­წილ­ში. ამ სუფ­რი­დან გა­და­სუ­ლან სხვა­გან, იქ თურ­მე ჩაის სვამ­დნენ, ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ ორი­ვე. ფა­ი­ლი მან­ქა­ნის გა­რე­შე ყო­ფი­ლა და და­უ­რე­კავს თა­ვის ბი­ჭთან, – მოდი, შვი­ლო, წა­მიყ­ვა­ნეო. მი­თი­თე­ბულ ად­გი­ლას მი­ვი­და მან­ქა­ნით ფა­ი­ლის ვაჟი და თურ­მე იქ შე­ა­გი­ნა აი­დინ­მა მე­გობ­რის, ფა­ი­ლის შვილს. მა­მამ უთხრა, – რა­ტომ შე­ა­გი­ნე ჩემს ბიჭს, შვი­ლის ტოლა ბიჭს რომ აგი­ნებ, არ გრცხვე­ნი­აო, ამის შემ­დეგ მა­მა­საც შე­ა­გი­ნა თურ­მე და მოხ­და მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი. ამის შემ­დეგ მამა-შვი­ლი ალი­ე­ვე­ბი მო­ვიდ­ნენ სახ­ლში, ფა­ი­ლი არის სო­ფელ ყა­რა­თაკ­ლი­ი­დან, მაგ­რამ სი­ძეა ყა­რა­ჯა­ლე­ლე­ბის. მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ტე­რი­ტო­რია ეკუთ­ვნის სო­ფელ ყა­რა­თაკ­ლი­ას. შვილ­მა მამა მო­იყ­ვა­ნა სახ­ლში, მაგ­რამ ამის მერე ფა­ი­ლის სახ­ლში მო­ვიდ­ნენ აი­დი­ნის შვი­ლე­ბი, ანუ ისი­ნი მო­უ­ვარ­დნენ ამათ ოჯახს. ამ­ბო­ბენ, რომ მან­ქა­ნით ხუთი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და და აქ მოხ­და კონ­ფლიქ­ტი. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი სახ­ლში შე­ვარ­დნენ, იქ მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა და ფა­ი­ლის სახ­ლი­დან ჭიშ­კრის გა­რეთ ძა­ლით გა­იყ­ვა­ნეს თურ­მე მო­ჩხუბ­რე­ბი და ამ დროს მოხ­და დაჭ­რაც. აი­დი­ნის შვი­ლე­ბი დაჭ­რეს, ამ დროს მო­სუ­ლა მან­ქა­ნით აი­დინ მა­მე­დო­ვის კი­დევ ერთი, მე­სა­მე ბიჭი თა­ვი­სი მან­ქა­ნით, თა­ვი­სი ძმე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად და ქუ­ჩა­ში გა­სულ ფა­ი­ლის თა­ვი­სი სახ­ლის წინ მან­ქა­ნით გა­და­უ­ა­რა. მან­ქა­ნა და­ა­ჯა­ხა მის ვაჟ­საც. 

06 იანვარი 20260

+A

−A

გარდაბანში, სოფელ ყარათაკლიაში 5 იანვარს თანაკლასელებს შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლისღვრით დასრულდა. მოკლულია ერთი პირი, დაჭრილია ორი ადამიანი და დაშავდა კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი საღამოს საათებში, კაფეში მოხდა, რაც შემდეგ უმძიმეს დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. “ფაილ ალიევსა და აიდინ მამედოვს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით აიდინ მამედოვის შვილები ავტომობილით ფაილ ალიევის სახლთან მივიდნენ და მასზე თავდასხმა განახორციელეს. სახლში მომხდარი დაპირისპირების დროს ფაილ ალიევის ვაჟმა ორი ადამიანი დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, აიდინის შვილმა ავტომობილით 51 წლის ფაილ ალიევს გადაუარა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სხვა დაშავებულები რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს,” – ამბობს ადგილობრივი.

შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. მომხდარის დეტალების გარკვევა სოფელში ვცადეთ, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა მერის წარმომადგენელმა: “არ ვიცი დეტალები, რა მოხდა. ვიცი, რომ ფაილ ალიევი არის სოფელ ყარაჯალიდან, აიდინ მამედოვი არის ჩვენი სოფლის მაცხოვრებელი, დაპირისპირების მიზეზი არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ყარათაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში – ელნურ გარიბოვი.

ერთ-ერთი ადგილობრივი მომხდარის დეტალებს მაინც გვიამბობს. მან ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა:

– მოკლულია ფაილ ალიევი. როგორც ვიცი, დაპირისპირება აიდინ მამედოვსა და მოკლულს შორის კაფეში დაიწყო. ფაილ ალიევი და აიდინ მამედოვი თანაკლასელები იყვნენ. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ იმ დღეს, ქორწილში, ფაილის ნათესავის ქორწილში. ამ სუფრიდან გადასულან სხვა რესტორანში, იქ, თურმე, ჩაის სვამდნენ, ნასვამები იყვნენ ორივე. ფაილი მანქანის გარეშე ყოფილა და დაურეკავს თავის ბიჭთან, მოდი, შვილო, წამიყვანეო. მითითებულ ადგილას მივიდა მანქანით ფაილის ვაჟი და, თურმე, იქ შეაგინა აიდინმა მეგობრის, ფაილის შვილს. მამამ უთხრა, რატომ შეაგინე ჩემს ბიჭსო, პატარა ასაკის ბიჭია, უთქვამს, შვილისტოლა ბიჭს რომ აგინებ, არ გრცხვენიაო?! ამის შემდეგ მამასაც შეაგინა, თურმე და მოხდა მათ შორის კონფლიქტი. პატარა კამათი მოსვლიათ, ამის შემდეგ მამა-შვილი ალიევები მოვიდნენ სახლში – ფაილი არის სოფელ ყარათაკლიიდან და თანაც – ყარაჯალელების სიძეა. მათი საცხოვრებელი სახლის ტერიტორია ეკუთვნის სოფელ ყარათაკლიას. შვილმა მამა მოიყვანა სახლში, მაგრამ ამის მერე ფაილის სახლში მოვიდნენ აიდინის შვილები ანუ ისინი მიუვარდნენ მათ ოჯახში. ამბობენ, რომ მანქანით ხუთი ადამიანი მოვიდა და აქ მოხდა ეს კონფლიქტი. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი სახლში შევარდნენ, მოხდა დაპირისპირება და ფაილის სახლიდან ძალით გაიყვანეს, თურმე, მოჩხუბრები ჭიშკრის გარეთ და აიდინის შვილები დაჭრეს. ამ დროს მოსულა მანქანით აიდინ მამედოვის კიდევ ერთი, მესამე ბიჭი, თავისი მანქანით, ძმების დასახმარებლად და ქუჩაში გასულ ფაილის თავისი სახლის წინ მანქანით გადაუარა. მანქანა დააჯახა მან როგორც მოკლულ მამაკაცს, ასევე, მის ვაჟსაც, რომელიც ახლა დაშავებულია და კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკაში გადაიყვანეს დაჭრილი აიდინის შვილებიც. ფაილი ადგილზე გარდაიცვალა. აიდინის შვილებიც არიან დაჭრილები, ისინი ვინ დაჭრა, ზუსტად არ ვიცი. ამბობენ, სახლში რომ მიუვარდნენ, სავარაუდოდ, დაჭრა მოკლულის ბიჭმაო. ზუსტად ჯერ არ ვიცით, გამოძიება დაადგენს ამას. ფაქტია, ორივე მხრიდან იყო დაპირისპირება. ფაილი კი არის ყარაჯალელების სიძე, თუმცა უკვე მოკლულია და მკვლელობაში ბრალდებულები თანასოფლებები არიან. მათი საცხოვრებელი მიწა არის სოფელ ყარათაკლიის ტერიტორიაზე. მოკლულს ჰყავს ორი ბიჭი და ერთი გოგონა. ერთი ბიჭი რუსეთში იყო და ამ ტრაგედიის მერე, დღეს ჩამოვიდა, მისი ძმა ახლა კლინიკაშია. ერთი წელია, რაც ცოლი მოიყვანა, ძალიან პატიოსანი და კარგი ბიჭია, პატარა ახლახან შეეძინა. ცნობილია, რომ მამა-შვილს დააჯახა მანქანა აიდინის ვაჟმა, რის შემდეგ მამა ადგილზე დაიღუპა და ახლა ამ ბიჭს აქვს სერიოზული დაზიანებები, მათ შორის, როგორც ვიცი, ხერხემალიც დაუზიანდა და ამჟამად კლინიკაში იმყოფება. სამი თვე უნდა იწვეს საავადმყოფოშიო, ხელიც აქვს მოტეხილი, ღვიძლი აქვს დაზიანებული, ჯერჯერობით არავინ იცის, როგორ იქნება, შეძლებს თუ არა გავლას. ხერხემლის დაზიანებასთან ერთად ასევე პატარა-პატარა მოტეხილობებიც აქვს. ეს მძიმე ფაქტი გუშინ, საღამოს მოხდა. ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილველები, მაგრამ რამდენად მისცემენ ისინი სწორ ჩვენებას გამოძიებას, არ ვიცი. რატომღაც სიმართლის თქმას ყველა თავს არიდებს. ფაილის სახლში, როგორც ვიცი, სულ ხუთი კაცი მივიდა საქმის გასარჩევად, ფაქტობრივად, მიუვარდნენ, ვიდეოჩანაწერებიც არსებობს. გარდაცვლილს სახლში უყენია კამერები და ვიდეოკამერებში ყველაფერი ჩაწერილია, გარეთ და შიგნით რაც მოხდა. ეს მასალები დაეხმარება გამოძიებას. შუადღის ინფორმაციით, ის დაჭერილი არ იყო. მას შემდეგ, რაც მანქანით გადაუარა მამა-შვილს, თავისი დაჭრილი ძმები გადაიყვანა კლინიკაში, იქ დატოვა მანქანა და იქიდან მიიმალა. თვითონ მას არანაირი დაზიანება არ აქვს. გაქცეული იყო და ახლა არ ვიცი ზუსტად, დაჭერილია თუ არა. რაც შეეხება მოკლულ მამაკაცს, ძალიან კარგი ადამიანი იყო, რადგან გარდაიცვალა, იმიტომ კი არ გეუბნებით ამას, მართლა ძალიან მაგარი კაცი იყო, წყნარი, უკონფლიქტო. თავისთვის ცხოვრობდა, არავის არაფერს უშავებდა. შვილებიც კარგი ჰყავს, მისი ბიჭიც ახალი დაოჯახებულია, ახლახან ეყოლა შვილი, წყნარი, კარგი ოჯახია და ასეთი ტრაგედია დატრიალდა. ვიცი ის, რომ იმ დღეს ფაილის ნათესავის ქორწილში იყვნენ ერთად და კლასელებს იქ შეხვდნენ, დალიეს და მერე გადავიდნენ სხვა რესტორანში, ჩაის დასალევად და იქ დაიწყო ეს კონფლიქტი, რაზეც უკვე გესაუბრეთ. როგორც ვიცი, დაჭრილი ძმები მიიყვანა საავადმყოფოში დამნაშავემ, მანქანა იქ დატოვა და გაიქცა იქიდან, რადგან პოლიციელები მივიდნენ ადგილზე. ახლა პოლიციელები დგანან საავადმყოფოში და შიგნით არავის უშვებენ. კლინიკაში არიან აიდინის შვილებიც,”- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები