იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ ე.წ. ქურდულ შეკრებას, რომლის დროსაც 8 ქართველი „კანონიერ ქურდად“ აკურთხეს, ილია სიმონია, მეტსახელად „მახო“, ესწრებოდა.
სიმონიას ცნობილი „კრინიმალური ავტორიტეტის“ „იაპონჩიკის“, მკვლელობისთვის ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.
„იაპონჩიკი“, რომელსაც „რუსული მაფიის მეფედ“ მოიხსენიებდნენ, „კრიმინალურ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა და ე.წ. სლავ კანონიერ ქურდებს შორის განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა.
გამოცემის შეფასებით, რომში გამართულ შეკრებაში სიმონიას მონაწილეობა შესაძლოა სლავი „კანონიერი ქურდების“ მისამართით ერთგვარ გზავნილად აღიქმებოდეს.