ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“სტუმრად იყო ქორწილში დაპატიჟებული, თან ჰქონდა დანა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ქორწილში წახვიდე და თან დანა წაიღო” – რა არის ცნობილი გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებულზე?

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც 25 წლის გუ­რამ ბო­ი­კო ძმის ქორ­წილ­ში მოკ­ლა, სიღ­ნაღ­ში და­ა­კა­ვეს – ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა.“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ოქ­ტომ­ბერს, სო­ფელ ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ცივი ია­რა­ღით გულ­მკერ­დის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი, ცხელ კვალ­ზე, კა­ხეთ­ში, სიღ­ნა­ღის რა­ი­ონ­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო“ – ვკი­თხუ­ლობთ შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში. პო­ლი­ცია ბრალ­დე­ბულს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ეძებ­და.გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის დე­ი­და, ფა­ი­ნა ბო­ი­კო “პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ქორ­წილ­ში სტუ­მა­რი იყო, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის­გან ოჯა­ხი თავს იკა­ვებს.”მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ მკვლე­ლი და­ა­კა­ვეს, ძა­ლი­ან მძი­მე წუ­თე­ბია. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მკვლე­ლის ბედი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა. მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ სა­მარ­თა­ლი იზე­ი­მებს. სტუ­მა­რი იყო ქორ­წილ­ში და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი, თან ჰქონ­და დანა. არ ვიცი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქორ­წილ­ში წახ­ვი­დე და თან დანა წა­ი­ღო. მოგ­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა ჩემი დის­შვი­ლი და­ვი­ტი­როთ. მე ვარ დე­ი­და და არ ვიცი, მშობ­ლებს უნ­დათ თუ არა, რომ მკვლელ­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა. “, – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის დე­ი­და ფა­ი­ნა ბო­ი­კო.

გაზიარება: