ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

სამწუხაროდ, კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა — ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

⬛️ | ლანჩხუთელი ახალგაზრდა ბესიკ სანიკიძე აშშ-ში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ახლობლები ავრცელებენ.“მართლაც ძალიან კარგი ახალგაზრდა დააკლდა სოფელს. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა მის სულს”- წერს ლესის მაჟორიტარი ელისო ჭიჭინაძე.არსებული ინფორმაციით, ბესო სანიკიძე მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.“პატიოსანი, ზემაღალი სულის, საოცრად გულიანი, თავისი სილამაზით, სისადავით და სიმამაცით, სისპეტაკით და სიყვარულით. უზადო სიკეთის და ყველას მიმართ გულუხვად სითბოს მფრქვეველი ბესო. ყველასგან ყველაფრით გამორჩეულო, ძალიან მიმძიმს ყოველივეს გათავისება და სიტყვა თანაგრძნობის თქმა”- წერს სოციალურ ქსელში ნანა სანიკიძე.“გურია Today” მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს 💔

გაზიარება: